დიდი პანიკაა ნაცებში გმირთა მოედნიდან მოხსნენს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე-იონათამიშვილი
ჟიგიმანტას პავილიონისი და მიხაელ როთი აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, სრულ საფუძველს გვაძლევს, რომ ისინი საზღვარზე არ შემოვუშვათ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი პირები-სუბარი

უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა ნაცებში. გმირთა მოედნიდან მოხსნენს ხალხი და მიhყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ, მინისტრებს კი არწმუნებენ, შეივსება მალე ტერიტორია და იქნებ გამოხვიდეთო, – ამის შესახებ შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის სოციალურ ქსელში წერს.
იონათამიშვილის თქმით, გმირთა მოედნიდან დაძრულ ხალხს წინ „ნაცების“ ლოჯისტიკის ავტომანქანა მიუძღვება.
„გადაამოწმონ, არის თუ არა ესეც სწორი ინფორმაცია და მერე მაინც იქნებ მიხვდეთ, ვის საქმეს ემსახურებით – ფულის დიდი ნაწილი „ნაცების“, აქციის ორგანიზება – „ნაცების“, გამომსვლელები – „ნაცების“, უცხოელების ჩამოყვანის ორგანიზება – „ნაცების“, წინ მიმავალი მანქანაც კი, რომელზეც გახმოვანების აპარატურა აყენია – „ნაცების“. რაღა დარჩა? ხმამაღალი შეძახილი – „არა რუსულ კანონს“. ეს რჩება მარტო თქვენი და ისიც საუკუნის ტყუილს ეფუძნება.
p. s. ახლა მითხრეს, მინისტრები მსვლელობას უერთდებიან, ხალხის სიმცირე რაღაცით რომ გადაფარონო“, – წერს რატი იონათამიშვილი.
ის განცხადებები, რასაც ჟიგიმანტას პავილიონისი და მიხაელ როთი აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, სრულ საფუძველს გვაძლევს, რომ ისინი საზღვარზე არ შემოვუშვათ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი პირები, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„განსაკუთრებით, ლაპარაკი მაქვს ბატონ ჟიგიმანტასზე, რომელიც მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამაგრებული იყო ძებნილი ნიკა მელია, ჩამოვიდა საქართველოში, მივიდა მასთან, გამოუცხადა მხარდაჭერა და უთხრა, რომ მის გვერდით იდგა. ეს ნიშნავდა, რომ მან პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ არ ცნობდა ქართულ სახელმწიფოს, მის კანონსა და სამართალს. ამის შემდეგ იგი წავიდა თურქეთში, სადაც შეხვდა მეორე ძებნილს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მომდგარი იყო საქართველოს საზღვართან და აცხადებდა, რომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. ასეთი ადამიანები საზღვარზე უნდა შევაჩეროთ და ქვეყანაში არ უნდა შემოვუშვათ, მით უმეტეს არასწორი მგონია, როცა ასეთ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირები ხვდებიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.