რეგიონი

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების საკითხს ეხებოდა გადაიდო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას, მისი ოპოზიციონერი მოადგილეებისა და საკრებულოს კომისიების ოპოზიციონერი თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი უნდა განეხილათ, ორშაბათამდე გადაიდო.

სხდომაზე გამოჩნდნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პერმანენტულად აპროტესტებენ რუსული კანონის მიღებას.

მათ გამოჩენას პლაკატებით ქართული ოცნების დეპუტატებისა და მერიის აიპებისა და სიპების თანამშრომელთა განრისხება მოჰყვა.

ისმოდა ურთიერთბრალდებები ქართული ოცნებისა და პარტია “ახლების” დეპუტატებს შორის.

სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების გამო გადაიდო ორშაბათამდე.

სხდომაზე მხოლოდ ფრაქცია “ახალისა” და ფრაქცია “გახარია საქართველოსთვის” წევრები გამოცხადდნენ.

სხდომას არ ესწრებოდნენ
ენმ-ს დეპუტატები. ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან.

შეგახსენებთ, 10 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” და “ხალხის ძალამ” საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება დაარეგისტრირა.

საკითხის დასამტკიცებლად ქართულ ოცნებას 23 ხმა ჭირდება.

45 კაციან ზუგდიდის საკრებულოში 20 მმართველი პარტიის დეპუტატია,14 “ახლები” და 8 ენმ-ს წევრი.

მსგავსი პოსტები

Back to top button