მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.

ხვიჩა გვირჯიშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა. რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი გმირი და მოხერხდა თუ არა ცხედრის გამოყვანა ფრონტის ხაზიდან, უცნობია.

“2 დღის წინ დამირეკა, სანამ არ ჩამოხვალ სიკვდილს არ ვაპირებ, ლამაზი გასვენება უნდა მომიწყოო. აღარ მინდა ხალხო, აღარ შემიძლია! დღეს ხარკოვთან დაეცა ჩემი ოცდამესამე ომის ძმაკაცი! დიდება გმირებს!”, – წერს მაქარაშვილი.

ხვიჩა გვირჯიშვილი უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ომის დაწების პირველივე დღიდან იბრძოდა.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button