მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კავკასიის მთებში რუსული “Su-34” ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების “Su-34” ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა ჩრდილოეთ ოსეთის მთიან მხარეში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე. ავიაკატასტროფის შედეგად ეკიპაჟი დაიღუპა.

რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები წერენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.

ცნობილია, რომ ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა და ბომბდამშენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.

„ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, მთიან ტერიტორიაზე, თვითმფრინავი გეგმური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

su 34 ასევე ჩამოვარდა ვორონეჟის ოლქში. თავდაცვის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. კატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.

ამავე ტიპის თვითმფრინავი 2022 წლის 17 ოქტომბერს კრასნოდარის მხარეში ქალაქ ეისკის საცხოვრებელ რაიონში. ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. თვითმფრინავმა ფრენა ბორტზე სრული საბრძოლო მასალით განახორციელა. ავიაკატასტროფის შედეგად გაჩნდა ხანძარი, დაიღუპა 15 ადამიანი, 50-მდე კი დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, კატასტროფის მიზეზი ძრავებში ჩიტების მოხვედრა გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button