მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ “ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ შექმნილი ექვსწევრიანი სამხედრო კაბინეტი დაშალა. გადაწყვეტილება ნეთანიაჰუმ მიიღო 16 ივნისის საღამოს, უსაფრთხოების სფეროს მინისტრებთან შეხვედრაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. მან გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა, რომ ისრაელის პრემიერმა ღაზაში მიმდინარე ომის სტრატეგია ვერ ჩამოაყალიბა.

პრემიერ-მინისტრის ოფისში განმარტავენ, რომ ომის კაბინეტის შექმნა იყო პარტია „ეროვნული ერთიანობის“ თავმჯდომარის, ბენი განცის კოალიციური შეთანხმების ძირითადი მოთხოვნა. განცმა, რომელიც ომის კაბინეტის ერთ-ერთი წევრი იყო, კოალიცია გასულ კვირას დატოვა.
ამის შემდეგ კაბინეტიდან ისრაელის თავდაცვის არმიის გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გადი აიზენკოტიც გავიდა.

როგორც პრემიერის ოფისში განაცხადეს, ახლა, როდესაც საგანგებო ერთიანობის მთავრობა აღარ არის, ომის კაბინეტის არსებობა, რომელიც ამ შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, აქტუალური აღარ არის. ომთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი კონსულტაციებს გამართავენ სხვა შესაბამის მაღალჩინოსნებთან და საბოლოოდ დასადასტურებლად უფრო ფართო უსაფრთხოების კაბინეტს წარუდგენენ.
ნეთანიაჰუმ 2023 წლის 11 ოქტომბერს გადაწყვიტა „ომის კაბინეტის” შექმნა, რომელშიც უნდა შესულიყვნენ თვითონ ნეთანიაჰუ, ბენი განცი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ განათლი და სამი მინისტრი.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მთავრობას არ უნდა ” წარმოედგინა არცერთი კანონპროექტი ან მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც არ შეეხებოდა ომს”, ხოლო ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყველა დანიშვნა ავტომატურად გაგრძელდებოდა ომის განმავლობაში.

ახლა ნეთანიაჰუ არ აპირებს ომის ახალი კაბინეტის შექმნას, რაც მისგან მოითხოვეს მემარჯვენე ექსტრემისტმა მინისტრებმა იტამარ ბენ-გვირმა და ბეცალელ სმოტრიჩმა. ასეთი ნაბიჯი გაამძაფრებდა დაძაბულობას საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან.

ისრაელში ომის კაბინეტი 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ შეიქმნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button