მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU-მ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, EU-მ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა.

მოქმედი შემზღუდველი ზომები პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა და ევროკავშირში უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას მოიცავს.

გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ექვემდებარება გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ყირიმში მოქმედი კომპანიებისთვის, ან უკანონოდ ანექსირებული ყირიმის გამოყენება ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, ასევე, ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოსაპოვებლად და საწარმოებლად.

რუსი ოფიციალური პირები ევროკავშირის მხრიდან სანქციების გახანგრძლივებაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, რაც ბიზნესმენებზე, კომპანიებსა და ეკონომიკურ სექტორებზე ახდენს გავლენას.

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

………………………….

ევროკავშირი ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.

“საბჭომ დღეს გადაწყვიტა განაახლოს ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, 2025 წლის 23 ივნისამდე… ევროკავშირი არ ცნობს და კვლავ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას”, – წერია განცხადებაში.

საბჭოს ცნობით, ამჟამად მოქმედი სანქციები პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა. შემაკავებელი ზომები მოიცავს, ევროკავშირში უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას.

განცხადების თანახმად, 2022 წლიდან რუსეთმა კიდევ უფრო დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომით. ევროკავშირი მტკიცედ რჩება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის მის თანდაყოლილ უფლებაში და ეძღვნება არაღიარების პოლიტიკის სრულად განხორციელებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button