თურქეთის ნაკრებები პორტუგალიასთან – 3:0 დამარცხდა

პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე (F ჯგუფში) მეორე მატჩი გამართეს. შეხვედრა პორტუგალიელების სრული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით დასრულდა – 3:0.
დიდ ტურნირებზე (მსოფლიო + ევროპის ჩემპიონატი) პორტუგალია და თურქეთი აქამდე შვიდჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – ექვსჯერ გამარჯვება პორტუგალიელებმა იზეიმეს, თურქებმა კი მოგება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში რონალდომ მორიგი რეკორდი დაამყარა და მერვე საგოლე გადაცემა შეასრულა.
სამეტ აკაიდინმა საკუთარ კარში კურიოზული გოლი გაიტანა – ეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ავტოგოლია.
ეს არის პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელშიც გოლები ერთდროულად გაიტანეს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა – ბრუნო ფერნანდეშმა და ბერნარდო სილვამ.
21′ წუთი. ბერნანდო სილვას გოლით პორტუგალიის ნაკრები თურქეთთან მატჩში დაწინაურდა 1:0.
28′ წუთი. მიმდინარე ევრო 2024-ის ყველაზე კურიოზული გოლი – თურქებმა საკუთარ კარში გაიტანეს (2:0)
56′ წუთი. ვიტინიას ბრწყინვალე გადაცემა და რონალდომ ბრუნოს გოლი ცარიელ კარში გაატანინა – 3:0.
პორტუგალიის ნაკრებმა მეორე გამარჯვებასთან ერთად, მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს სწორედ პორტუგალიასთან გამართავს.