მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება-ოკუპანტები კიევს რაკეტებით უტევენ

კიევის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში რუსების რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სახლები დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, რუსლან კრავჩენკოსა და ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ექვსი მაღალსართულიანი კორპუსი და 20-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა. დაზიანდა ასევე ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები, ადმინისტრაციული შენობა და სამი ავტომობილი.

შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ორი ერთეული ტექნიკა და 15 ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელის, ნიკოლაი ოლუშეკის განცხადებით, 23 ივნისის ღამეს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის რეგიონის მიმართულებით აზოვის ზღვის აკვატორიიდან, სამი რაკეტით მიიტანეს იერიში. მათგან ორი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს.

22 ივნისს, სამი ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა ხარკოვის დაბომბვისას. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ შეტევას ქალაქის ოთხ ადგილას მოჰყვა აფეთქება. მათგან ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულ უბანში.

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე 4 სარაკეტო იერიში მიიტანეს-რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. მათგან სამი ბავშვია. დაღუპულია სამი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის პოლიცია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს. დაშავდა 19 ადამიანი დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 2400-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 – ხარკოვზე იერიშისთვის.

რუსული ძალები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ სუმის ოლქში, 10 თემს დაესხნენ თავს. სულ 90 აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რუსების სამიზნეში მოხვდა: მიკოლაივის, ხოტინის, იუნაკივკას, ბილოპილიის, კრასნოპილიის, ჰლუხივის, ესმანის, შალიგინეს, სერედინა-ბუდას და ზნობ-ნოვგოროდსკეს თემები.
რუსეთი სუმის ოლქის თემებს, გასული დღის განმავლობაში, თავს ესხმოდნენ დრონებით, ნაღმმტყორცნებით, არტილერიით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით.
მსხვერპლის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button