ევროპის ჩემპიონატზე ჯვაროსნები ესპანეთს 1:0 უგებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2024/06/jvarosnebi-espaneti-780x470.jpeg)
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მერვედფინალში ესპანეთს 1:0 უგებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბურთს ესპანელები ფლობენ, სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა. გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა ჩაჭრა.
ეროვნული გუნდი შემდეგი შემადგენლობით თამაშობს:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი.
მცველები: გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე.
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი.
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია.
საქართველო – ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში მიმდინარეობს.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.