მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ მიერ ბუქარესტის დეკლარაციაზე მხარის არ დაჭერა ,,ქვეყნის ღალატად,, შეაფასა

ყველაფერი გავაკეთეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მაქსიმალური მობილიზაცია და უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია იყოს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების საფუძველი გახდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ბუქარესტის დეკლარაციაზე მხარის არ დაჭერა „ქვეყნის ღალატის ტოლფასია“.

„რამდენიმე დღის წინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ბუქარესტში ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოითხოვს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასის ქმედება, რომელიც ივანიშვილის პარტიის წევრებმა დააფიქსირეს ღია კენჭისყრაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ამასთანავე, ამ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიიღეს სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის, ევროპის სახალხო პარტიის და თანამოაზრე ჯგუფის რეზოლუცია, სადაც შედის აშშ-ის დელეგაცია სხვა ევროპული ქვეყნების დელეგაციებთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ ევროპის სახალხო პარტიამ ბოლო ევროპული არჩევნების შედეგად, შეინარჩუნა ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური ოჯახის სტატუსი, მათ შორის არის ყველაზე გავლენიანი ფრაქცია ევროპარლამენტში. იმ რეზოლუციაში, რომელიც მიიღეს ბუქარესტში, არის მოწოდება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომ გააუქმოს „რუსული კანონი“, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას; შეწყვიტოს ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ; გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. აქ ხაზგასმულია ის, რომ ამგვარი მოთხოვნა ფიქსირდება სხვა არაერთ საერთაშორისო რეზოლუციაშიც. ის ასევე, მოითხოვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები. მინდა გითხრათ, რომ ბუქარესტის სესიის მთავარი აქცენტი იყოს სწორედ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამ, რომელიც მოხსენიებულია, როგორც რუსული ჰიბრიდული ოპერაცია ქართველი ხალხის ევროპული ნების წინააღმდეგ, ვერ შეძლოს დარღვევებით ვერც ერთი ხმის მიტაცება. ამასთან, უზრუნველყოფილი იყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე მაქსიმალური მობილიზაცია და უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია იყოს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების საფუძველი გახდება 26 ოქტომბერს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოცნებამ საქართველოზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკული დეკლარაცია მხარი არ დაუჭირა

„ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს დეოკუპაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე მხარი არ დაუჭირა, რითაც ჩაიდინა ეროვნული ინტერესების კიდევ ერთი ღალატი, – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნების და ამ მიზნით არჩევნების გაყალბების ინტერესი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესზე წინ დააყენა.

„რეზოლუცია მოუწოდებს დეოკუპაციისკენ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ საქართველოს ტერიტორიული მხარდაჭერის სრული დაცვით და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, რეზოლუცია შეიცავს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს ოქტომბრის არჩევნების დაცვაზე და კრემლის მიერ მხარდაჭერილად აფასებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს.

ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნების და ამ მიზნით არჩევნების გაყალბების ინტერესი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესზე წინ დააყენა, უარი თქვა რეზოლუციის მხარდაჭერაზე და პროპაგანდისტების მეშვეობით დაიწყო ყალბი ნარატივის გავრცელება, რომ, თითქოს, რეზოლუცია ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება.

ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ „ოცნების“ მხრიდან სუვერენიტეტის დაცვის ნარატივი ყალბი წინასაარჩევნო მანიპულაციაა. სინამდვილეში, ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ოცნება“ არამხოლოდ ევროპულ მომავალს აყენებს რისკის ქვეშ, არამედ სუვერენიტეტსაც. შესაბამისად, ოქტომბრის არჩევნები კრიტიკულია, არამხოლოდ ევროპული მომავლის დასაცავად, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ეუთო-ს მიერ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის.

გარდა ამისა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. დეკლარაციის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს. დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა “ქართული ოცნების” დელეგაციამ.

რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას აჩერებს

მსგავსი პოსტები

Back to top button