რეგიონი

ზუგდიდის საკრებულოში კვორუმის არარსებობის გამო სხდომები თითქმის 3 თვეა არ ტარდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კვორუმის არარსებობის გამო, სხდომები თითქმის 3 თვეა არ ტარდება.

31 მაისს,10 აპრილს “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული საკითხი,თანამდებობის პირების გადაყენების შესახებ,კენჭისყრაზე ჩავარდა.
იმ დღიდან საკრებულო ბოიკოტის რეჟიმშია.

“მათი ბოიკოტის ფონზე, შეჩერებულია რიგი საკითხების განხილვა, მათ შორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებით 3 მილიონი ლარის ასახვა, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის 710 000 ლარის დამატება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის 1700 დევნილისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური კონცეფცია. მოვუწოდებ, ქართულ ოცნებას, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებაზე, გამოცხადდნენ სხდომებზე და ნუ აფერხებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას”, – განმარტებას აკეთებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, მან 28 ივნისს ზუგდიდის მერს და”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას წერილით მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტონ საკრებულოს საქმიანობის ბოიკოტირება.

ინფორმაციისთვის, საკრებულოში თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება “ქართულმა ოცნებამ” და “ხალხის ძალამ” 10 აპრილს
31 მაისს, 10 აპრილს „ხალხის ძალის“მიერ ინიცირებული საკითხი პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლის,საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას, მისი სამივე მოადგილის – ამავე პარტიის წევრ მალხაზ თორიას, ყოფილი ენმ-სა და ამჟამად “ახალის”
გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, “ქართულ ოცნებას” მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button