მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა Uefa-ს “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდეს

ფინალური დაპირისპირება 14 ივლისს გაიმართება

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევრო 2024-ზე ბომბარდირთა დავაში “ოქროს ბუცის” გადაცემის კრიტერიუმები შეცვალა.
უეფა-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევრო 2024-ზე თუ რამდენიმე ფეხბურთელი ტურნირს თანაბარი გოლების რაოდენობით დაასრულებს, „ოქროს ბუცს“ ყველა მათგანი მიიღებს და დამატებითი მაჩვენებელი გათვალისწინებული აღარ იქნება.
დღემდე მოქმედი წესით, თუ ფეხბურთელები თანაბარი რაოდენობის გოლებს დააგროვებდნენ, მაშინ ასისტები და ტურნირზე ჩატარებული წუთები ჩაითვლებოდა, რითაც ესპანელი დანი ოლმო ლიდერობდა.
Uefa-ს ახალი წესის მიხედვით, ტურნირის ბომბარდირი და “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ გოლს გაიტანს.

რა მოხდება, თუ მაინც თანაბარი რაოდენობის გოლებს მივიღებთ? – ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, ასეთ შემთხვევაში “ოქროს ბუცის” მფლობელად ყველა თანაბარი რაოდენობის გოლის ავტორი ჩაითვლება.
ამ მომენტისთვის ბომბარდირთა დავის სათავეში ექვსი ფეხბურთელია, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეც. ქართველი ფეხბურთელის გარდა, ტურნირზე სამი გოლი დანი ოლმომ (ესპანეთი), კოდი გაკპომ (ნიდერლანდები), ჰარი კეინმა (ინგლისი), ჯამალ მუსიალამ (გერმანია) და ივან შრანცმა (სლოვაკეთი) გაიტანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა. მან თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებების კარი აიღო და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

მოგეხსენებათ, ფინალში ერთმანეთს ინგლისი და ესპანეთი დაუპირისპირდებიან, რისი წყალობითაც კეინსა და ოლმოს ერთპიროვნულად გალიდერება და მარტოს “ოქროს ბუცის” მოპოვება შეუძლიათ.

ამას გარდა, ჯუდ ბელინგემისა და ესპანელი ფაბიან რუისის ანგარიშებზე 2 გოლია. შესაბამისად, შანსი მათაც აქვთ, მინიმუმ იმ 6 ადამიანს შეუერთდნენ, ან ერთპიროვნული ლიდერობა მიიღონ.
გასული ევროპის ჩემპიონატი ხუთ-ხუთი გოლით კრიშტიანუ რუნალდუმ და პატრიკ შიკმა დაასრულეს, თუმცა „ოქროს ბუცი“ მხოლოდ რონალდუს გადაეცა.

ევრო 2024-ის ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და ინგლისი შეხვდებიან, მატჩი 14 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button