მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ოთხგზის ევროპის ჩემპიონია

ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა ტურნირის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები დაამარცხა.

ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ფინალურ მატჩში ინგლისი 2:1 დაამარცხა. ესპანელთა მხრიდან შეხვედრაში გოლები ნიკო უილიამსმა და მიკელ ოიარსაბალმა გაიტანეს.

საერთო ჯამში, ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილ გუნდს ევრო 2024-ზე 15 გოლი დაუგროვდა, რითიც ერთ ევროპის ჩემპიონატზე გატანილი გოლების რეკორდი გააუმჯობესა.

წინა რეკორდი საფრანგეთის ნაკრებს ეკუთვნოდა. 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფრანგებმა 14 გოლი გაიტანეს და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ფინალში მათ ესპანეთი 2:1 დაამარცხეს.

მატჩის 47-ე წუთზე ლამინე იამალის პასით ნიკო უილიამსმა დარტყმა შეასრულა და ესპანეთი ანგარიშით 1:0 დააწინაურა. 73-ე წუთზე ინგლისმა პალმერის გოლით გაათანაბრა ანგარიში. ხოლო 86-ე წუთზე ოიარსაბალმა ესპანეთს კიდევ ერთი გოლი მოუტანა. ამრიგად, ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეოთხედ (1964, 2008, 2012, 2024) გახდა, რაც რეკორდს წარმოადგენს. ევროპა სამჯერ გერმანიას აქვს მოგებული.

რაც შეეხება ინგლისს, ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ თამაშობდა. ინგლისმა ევრო 2020-ზე ფინალში იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში წააგო.

ევრო 2024 გერმანიაში მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button