მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური (Росстат) სიკვდილიანობის მონაცემებს მალავს

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური (Росстат) სიკვდილიანობის მონაცემებს მალავს, რომელსაც ჟურნალისტები ომში დანაკარგების გამოსათვლელად იყენებდნენ. კერძოდ, “როსსტატმა” შეწყვიტა დეტალური მონაცემების გამოქვეყნება გარე მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.

ეს ცხრილები აღარ არის შეტანილი უწყების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობას ეხებოდა. ამის შესახებ დემოგრაფ ალექსეი რაკშაზე დაყრდნობით “დოჟდი” წერს.

გარდა ამისა, ცხრილიდან გაქრა სვეტები ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით გარდაცვალების მიზეზების შესახებ. ამის ნაცვლად, “როსტატმა” დაიწყო მონაცემების გავრცელება განათლების დონის შესახებ.

გარე მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობა მოიცავს ავტოსაგზაო შემთხვევებს, მკვლელობებს, დამწვრობას და ა.შ. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ომში დაღუპულებიც ამასთან რუსეთი ამ დრომდე აცალკევებდა ავადმყოფობით და გარე მიზეზებით, მაგალითად, მკვლელობით და თვითმკვლელობით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებს. ამ მონაცემის მოტანის შემთხვევაში, ექსპერტები შეძლებდნენ მის გამოყენებას იმის დასადგენად, რამდენი რუსი დაიღუპა უკრაინაში მოსკოვის ძალების შეჭრის შემდეგ – ამ მონაცემს კრემლი არ ასაჯაროებს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გასულ თვეში თქვა, რომ 29 თვის განმავლობაში მიმდინარე ომში დაიღუპა ან დაიჭრა, სულ მცირე, 350 000 რუსი ჯარისკაცი.

საინფორმაციო საშუალებები ადასტურებენ, სულ მცირე, 58 000 რუსი სამხედროს სიკვდილს – ეს მონაცემი გამოჰყავთ ნეკროლოგებზე, ანდერძებზე და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებზე დაყრდნობით.
თუმცა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ეს მონაცემები გამოიყენეს უკრაინაში შეჭრის შედეგად რუსეთის დანაკარგების მასშტაბის შესაფასებლად. ჟურნალისტური პროექტის “მნიშვნელოვანი ისტორიების” მიერ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ივნისში გაკეთებული გამოთვლებით, 2022 და 2023 წლებში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განმავლობაში სულ მცირე 70 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button