EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის უწყვეტი ქმედებების გათვალისწინებით, მის წინააღმდეგ დაწესებული შემაკავებელი ზომები 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა, – ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
საბჭოს ინფორმაციით, შემაკავებელი ზომები მოიცავს სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრს, მათ შორის, შეზღუდვებს ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ტსანქციები ასევე მოიცავს რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების ზღვით იმპორტის ან გადატანის, რამდენიმე რუსული ბანკის მიერ სისტემა SWIFT-ის გამოყენებისა და ასევე ევროკავშირში კრემლის მიერ მხარდაჭერილი მედიასაშუალებების მაუწყებლობის აკრძალვას.
გარდა ამისა, კონკრეტული ზომები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, სანქციების გვერდის ავლას შეეწინააღმდეგოს.
ექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, ტრანსპორტზე და ფუფუნების საქონელზე.
„ისინი ასევე მოიცავს: რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო გადაზიდვის ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან ტრანსფერის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას და კრემლის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე დეზინფორმაციული მედია საშუალების სამაუწყებლო საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას ევროკავშირში. გარდა ამისა, კონკრეტული ღონისძიებები საშუალებას აძლევს ევროკავშირს სანქციების გვერდის ავლას დაუპირისპირდეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში
აღნიშნული სანქციები, რომლებიც პირველად 2014 წელს დაწესდა, 2022 წლის თებერვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაფართოვდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროკავშირმა ჯამში სანქციების 14 პაკეტი დაამტკიცა.
ბოლო ხანს გამოქვეყნდა რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება, რომლებიც მიუთითებს, რომ სანქციების გვერდის ავლით რუსეთის ბაზარზე მაინც ხვდება გარკვეული კატეგორიის, მათ შორის ორმაგი დანიშნულების საქონელი