მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ორი ადამიანის განზრახ მკვლელობისათვის ძებნილი დააკავეს

ორი ადამიანის განზრახ მკვლელობისათვის ძებნილი დააკავეს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს.

სამდღიანი ძებნის შემდეგ, 32 წლის თაზო წიქარაძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორ პირს ესროლა.

გასროლის შედეგად მიღებული ჭრილობებით, ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე თელავის რეფერალურ სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურამ წიქარაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა და მასზე ძებნა გამოაცხადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში 24 ივლისს მოხდა.

მკვლელობა კახეთში- გარდაცვლილია ორი მამაკაცი

მსგავსი პოსტები

Back to top button