სანდრო ბაზაძე ოლიმპიური თამაშების მერვედფინალში დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველი სპორტსმენები რამდენიმე სპორტის სახეობაში ასპარეზობდნენ. პირველი ტატამზე გიორგი სარდალაშვილი გავიდა, რომელმაც პირველი ეტაპი დაძლია, თუმცა მეოთხედფინალში თურქ მეტოქესთან დამარცხდა.
ამასთან პარიზის 2024 ოლიმპიადაზე დღეს სტარტი აიღო მოფარიკავეთა ტურნირმა.
მერვედფინალში დამარცხდა მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც ტურნირის მთავარი ფავორიტი იყო, ხმლით ასპარეზობაში ქართველი 1/8 ფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
30 წლის სანდრო შეჯიბრებაზე მედლის მოპოვების რეალური კანდიდატი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ლონდონის, რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადების ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა.
საქართველოს სახელით დღეს 15 წლის მოცურავე ანა ნიჟარაძე გამოვიდა. ახალგაზრდა ქართველმა ათლეტმა ფინალურ რაუნდში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.