ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეებიტოკშოუ

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები / ტოკ-შოუ 02.08.2024

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

  • დღევანდელ გამოშვებაში ვისაუბრებთ მიმდინარე ან შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა დაუსრულებლობა ან დროში გაჭიანურება აფერხებს სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, აჩენს კითხვებს დასახული ამოცანის რელევანტურობასა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ჩვენ მოგიყვებით დედაქალაქში, კახეთსა და აჭარაში მშენებარე ინფრასტრუქტურაზე, რომლებსაც სატრანსპორტო მიმოსვლის გაუმჯობესების გარდა, მოსახლეობისთვის ფინანსური და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც უნდა მოეტანა სარგებელი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, დღემდე უმოქმედოა და პირუკუ შედეგს იძლევა.

გადაცემის პირველი სტუმარი: „ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე

მეორე სტუმარი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ნონა ნინიაშვილი

ალექსი ნონიაძე ნატო მეგუთნიშვილი

👉მოუსმნეთ გადაცემას, რომლის წამყვანია ჟურნალისტი ნატო მეგუთნიშვილი👇

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი„ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button