მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ბონდო გაგნიძის ცხედარი მშობლიურ სოფელ შინდისში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე საქართველოში ჩამოასვენეს და მშობლიურ სოფელ შინდისში გადაასვენებენ.

გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო.

ბონდო გაგნიძე 30 ივლისს დაიღუპა. ის ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს.

საქართველოში ჩამოსვენებამდე, 47 წლის ქართველ მეომარს თანამებრძოლებმა და მოქალაქეებმა პატივი კიევის საკათედრო ტაძარში მიაგეს.

ბონდო გაგნიძეს შაბათს 17 აგვისტოს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button