მნიშვნელოვანირეგიონი

აქცია კახეთში-ჭიკაანის მოსახლეობამ ყურძენის ფასი გააპროტესტა

აქცია კახეთში- ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად, ცენტრალური გზა გადაკეტა.

პროტესტის მიზეზი, სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დადგენილი ფასია, რაც დაახლოებით, 1 ლარს შეადგენს.

ადგილობრივები ჭიკაანის ღვინის ქარხანასთან შეინეიბნენ და ყურძენზე დაწესებული ფასის გაზრდა მოითხოვეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ დღეს დადგენილი ფასი, მოსავლის მოსაყვანად გაწეულ ხარჯს ვერ ანაზღაურებს, მათი უმრავლესობა ბანკისა და შხამქიმიკატების ვალს ვერ ფარავს.

ადგილობრივების აზრით, რქაწითელის ჯიშის ყურძენი, 1კგ- 2, ხოლო საფერავი 3-და 3.50 ლარამდე უნდა ღირდეს.

საქართველოს მთავრობა „რქაწითელისა” და „კახური მწვანის” ყურძნის ჯიშების სუბსიდირებას წელსაც განახორციელებს,

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც „რთველი 2024ის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 1.00ლარისა.

მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ „რქაწითელისა“ და 1 კგ „კახური მწვანისათვის“ 0,20 ლარს შეადგენს.

რთველი კახეთში უახლოეს დღეებში დაიწყება.

„რთველი 2024″-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედა, რომელიც 24-საათიანი რეჟიმში იმუშავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button