მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU-ს დამკვირვებლები ხურჩაში, დროებით დააკავეს “ძალოვანი უწყებების” წარმომადგენლებმა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები გეგმიური პატრულირებისას ხურჩის რაიონში, ე.წ სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, “ძალოვანი უწყებების” წარმომადგენლებმა დროებით დააკავეს:

ამავე ინფორმაციით, დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში.

„დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button