მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეებიტოკშოუ
მუნიციპალური ავტობუსები თბილისში / ტოკ-შოუ 20.09.2024
რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"
- გადაცემის თემაა მუნიციპალური ავტობუსები თბილისში; რა მოცულობის თანხებია დახარჯული დედაქალაქის ავტობუსების პარკის შესავსებად და განსაახლებლად? რამდენად სწორადაა დაგეგმარებული მარშრუტები? რომელ უბნებში და რომელ ქუჩებზე ითხოვს ხაზების დამატებას თბილისის მოსახლეობა? რამდენად პუნქტუალურად მოძრაობს ავტობუსები და აკმაყოფილებს თუ არა ისინი მგზავრთა გაზრდილ ნაკადს? რა შენიშვნებია ეგრეთწოდებული „მარშრუტკების“ მიმართ? მოქალაქეები, ანალიტიკოსები, ოპოზიცია და თბილისის მერია ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას „სატრანსპორტო ლაბირინთის“ მიმდინარე გადაცემაში შეეცდებიან.
გადაცემის პირველი სტუმარი:
ააიპ ,,სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრი”-ს ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე
მეორე სტუმარი:
,,კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე
👉მოუსმნეთ გადაცემას, რომლის წამყვანია ჟურნალისტი ნატო მეგუთნიშვილი👇
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი„ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.