მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა დღეს, 21 სექტემბერს, წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი კაცი ითხოვს, ის საქართველომ აზერბაიჯანს არ გადასცეს. ინფორმაცია ამის შესახებ მედიას მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ მიაწოდა.

“20 სექტემბერს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩემს ქმარს, აფგან სადიგოვს შევხვდი. აფგან სადიგოვი ამბობს, რომ ქართულმა სახელმწიფომ, სასამართლომ და საიმიგრაციო სამსახურმაც უარე თქვეს მისი საქმის გამოძიებაზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი ალიევის მთავრობის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. ალიევის მთავრობა პოლიტიკურ დაკვეთა იძლევა, ხოლო ქართული სახელმწიფო მას აღასრულეს. ორივე სახელმწიფომ დაარღვია კანონი, წამართვეს თავისუფლება და ჩემი ოჯახი ჰყავთ შანტაჟისა და მუქარების ქვეშ, ჩემს შვილებს კი განათლების მიღებაც არ შეუძლიათ. როგორ უნდა იბრძოლო ქვეყანაში, სადაც კანონები არ მუშაობს?” – გადმოსცემს სადიგოვის სიტყვებს მისი ცოლი.

აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.

აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და, რომ სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით.
ამასთან, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.

15 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა სადიგოვის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა მისი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების მოთხოვნას.

მსგავსი პოსტები

Back to top button