სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს გურჯაანის რაიონში

სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს წუხელ გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში მოხდა და სავარაუდო დამნაშავემ ან დამნაშავეებმა თანხის წაღებაც შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ჰერეთს” განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button