მნიშვნელოვანისიახლეები

“არა ომს! აირჩიე მშვიდობა!-ბანერებზე ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლის დასაშინებლად დაბომბილი უკრაინის ფოტოები გამოსახა

ახალ პროპაგანდისტულ ბანერებზე ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლის დასაშინებლად დაბომბილი უკრაინის ფოტოები გამოსახა.

26 სექტემბერს თბილისში გამოჩნდა პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერები წარწერით: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”. ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი – ფერადი.

კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ – სენაკის თეატრი, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართუ ფონდის” მიერაა რეაბილიტირებული.
ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.
ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:

4 – „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“

5 – „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

25 – „გახარია საქართველოსთვის“.

მედიას პარტია “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ ეს, “რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” კამპანიაა და მმართველი პარტიის შეკვეთით დამზადდა და გაეკრა”. მათი განმარტებით, ის ემსახურება საზოგადოებისთვის იმის შეხსენებას, “საით მიაქანებს ოპოზიცია ქვეყანას”.

ოცნების ახალ პროპაგანდას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და ფაქტს “სამარცხვინო” უწოდა.

რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ “კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ საარჩევნო ბანერებს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხყოფაა.

„ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს…

რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ „კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!.. „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, დღეს, დილით ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო – ფერადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button