მნიშვნელოვანისიახლეები

თელავში მიტანილია საგანგებოდ ივანიშვილისთვის დამზადებული ტყვიაგაუმტარი მინის აკვარიუმი-ოლიგარქი, დღეს კახეთში მოსახლეობას შეხვდება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები კახეთში გაგრძელდება.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი, დღეს, 28 სექტემბერს, თელავში ჩავა. მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური ოლიგარქის უსაფრთხოებისა და სიმშვიდისთვის მესამე დღეა მუშაობს.

დღეს, ქალაქ თელავში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები სიტყვით გამოვლენ.

ქალაქში გადაკეტილია ცენტრალური ქუჩები, გზებზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებს, ადგილზე მუშაობენ კინოლოგები, თელავის ცენტრში კი უკვე მოწყობილია სცენა და მიტანილია საგანგებოდ ივანიშვილისთვის დამზადებული ტყვიაგაუმტარი მინის აკვარიუმი.

ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება

მსგავსი პოსტები

Back to top button