მნიშვნელოვანისიახლეები

პრემიერ-მინისტრის მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე „რადიკალური ოპოზიციის“ წასახალისებლად გაუქმდა-კალაძემ კახელ მოსახლეობას მიმართა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ ღონისძიებაზე, კახა კალაძემ, თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრის მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე „რადიკალური ოპოზიციის“ წასახალისებლად გაუქმდა.

გაუგონარი მასშტაბები მიიღო ზეწოლამ და ძალადობამ “ქართულ ოცნებაზე” და საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების კურსს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თელავში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უცხო ძალების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია, ცდილობს ქვეყანაში გამოიწვიოს გამოიწვიოს ქაოსი, რასაც თან ერთვის ზეწოლა ქვეყნის გარედან.

„უცხო ძალების დაფინანსებით წახალისებული არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია ბოლო რამდენიმე წელია ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, გამოიწვიოს ქაოსი, არეულობა და დაძაბულობა შემოიტანოს ქვეყანაში.

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედანაც, რაც გამოიხატება კრიტიკულ განცხადებებში, არაფრისმთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში. აბსურდამდე მისული მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ალბათ რთულია მოიძიო დიპლომატიაში მსგავსი მაგალითი, რაც ახლახან ვიხილეთ- საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ მიწვევის გაუქმებით, წაეხალისებინათ რადიკალური ოპოზიცია. თუმცა დღევანდელ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვერაფერი უშველის, რადიკალიზმი და ბოროტება განწირული იქნება მარცხისთვის. ამ პროვოკაციას, ვფიქრობ, თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა ადრე თუ გვიან, რადგან ისტორია ყოველთვის თავის ადგილს უჩენს მსგავს ფაქტებს.

ჩვენ კი ჩვენი ისტორია გვაქვს დასაწერი მეგობრებო და ამ გამოწვევებთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრი იარაღი- სიმართლე გაგვაჩნია.

სიმართლე კი მხოლოდ ერთია- ჩვენ არ ვებრძვით არავის, მზად ვართ მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის, ვინც მეგობრად გვიგულებს. მაგრამ, პირველი და უპირველესი, ყველაზე მთავარი არის ჩვენი სამშობლო, საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები, რომელიც ეფუძნება მშვიდობას, განვითარებას, იმ ევროპულ მომავალს, რომლის ნაწილიც საქართველო ყოველთვის იყო და არის თავისი ღირებულებებით, თავისი უნიკალური კულტურითა და ისტორიით, რითაც ამაყობს თითოეული ქართველი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის 25 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის.

გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციამ უარი თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. მათ შორის შეხვედრაზე უარი თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

აშშ-ის საელჩომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მოსაწვევის გაუქმების მიზეზად საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის მიმართ უარყოფითი რიტორიკა დაასახელა.
მან საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და აღნიშნა, რომ ქვეყნის ბედი დღეს სწორედ არჩევნებზე წყდება.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყნის ბედი აბარია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ვის უნდა ანდოთ ამ ქვეყნის მომავალი და არა გარე ჩარევებით, ვიღაცას მოუნდეს მიიღოს გადაწყვეტილება.

26 ოქტომბერს, არა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ”, არამედ პირველ რიგში ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ უნდა გაიმარჯვოს! გავერთიანდეთ ქვეყნის სიყვარულით, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რადგან დღეს ჩვენი ბრძოლა სწორედ არჩევნებზე გადის”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის სიტყვით გამოსვლა კეხეთში წინა საარჩევნოდ მეგობრებო, ჩვენი არჩევანი დღესაც ქვეყნის გადარჩენაა და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. დღეს სასწორზე დევს ქვეყნის ბედი და სწორედ თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი დღე, ჩვენი ოჯახების სიმშვიდე და სტაბილურობა, – ამის შესახებ განცხადება “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ თელავში, სიტყვით გამოსვლიას გააკეთა.

მისი თქმით, მშვიდობა არის განვითარების, სტაბილურობის და წინსვლის გარანტი ქვეყნისთვის და თითოეული ადამიანისთვის.

“მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები თელავს, გურჯაანს, ახმეტას, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხს, საგარეჯოს, სიღნაღს, ყვარელს!!! მივესალმები მთელ საქართველოს კახეთის ამ უძველესი ქალაქიდან, სადაც მტერს ყოველთვის მტრულად ხვდებოდნენ და მოყვარეს მოყვრულად.

კახეთის რეგიონს მუდამ განსაკუთრებული ფუნქცია და მნიშვნელობა გააჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე მრეწველობის, კულტურის, მწიგნობრობის კუთხით.

რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა გადაარჩინა ეს მხარე უამრავი შემოსევისგან, აურაცხელი მტრისგან.

აქ აღმართულ უდიდეს სალოცავებში დღესაც, პირველ რიგში, საქართველოს კეთილდღეობაზე და მშვიდობაზე ლოცულობს ჩვენი მოსახლეობა, რადგან მშვიდობა არის განვითარების, სტაბილურობის და წინსვლის გარანტი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.

მეგობრებო, ჩვენი არჩევანი დღესაც ქვეყნის გადარჩენაა და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. დღეს სასწორზე დევს ქვეყნის ბედი და სწორედ თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი დღე, ჩვენი ოჯახების სიმშვიდე და სტაბილურობა, ჩვენი რწმენის და ტრადიციების ხელშეუხებლობა, საქართველოს გამთლიანება, რაც ყველას, თითოეული ქართველის ქართული ოცნებაა.

ეს ბრძოლა არ არის მარტივი, რადგან იგი არ ემყარება არანაირ სამართლიანობას. დღეს თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია, აქვთ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. როდესაც ამ ყველაფერს არ ვეთანხმებით, გვაშანტაჟებენ სანქციებით, ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით. რეალურად ამ ყველაფრის უკან უცხო ქვეყნების გლობალური ინტერესებია, რომელსაც ვერ და არ შევწირავთ საქართველოს ინტერესებს. სანამ “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, ეს არ მოხდება, ყოველთვის დავიცავთ საქართველოს ინტერესებს!

გაუგონარი მასშტაბები მიიღო ზეწოლამ და ძალადობამ “ქართულ ოცნებაზე” და საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც მხარს უჭერს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს- ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების კურსს. უცხო ძალების დაფინანსებით წახალისებული არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია ბოლო რამდენიმე წელია ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, გამოიწვიოს ქაოსი, არეულობა და დაძაბულობა შემოიტანოს ქვეყანაში.

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედანაც, რაც გამოიხატება კრიტიკულ განცხადებებში, არაფრისმთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში. აბსურდამდე მისული მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ალბათ რთულია მოიძიო დიპლომატიაში მსგავსი მაგალითი, რაც ახლახან ვიხილეთ- საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ მიწვევის გაუქმებით, წაეხალისებინათ რადიკალური ოპოზიცია. თუმცა დღევანდელ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვერაფერი უშველის, რადიკალიზმი და ბოროტება განწირული იქნება მარცხისთვის. ამ პროვოკაციას, ვფიქრობ, თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა ადრე თუ გვიან, რადგან ისტორია ყოველთვის თავის ადგილს უჩენს მსგავს ფაქტებს.

ჩვენ კი ჩვენი ისტორია გვაქვს დასაწერი მეგობრებო და ამ გამოწვევებთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრი იარაღი- სიმართლე გაგვაჩნია.

სიმართლე კი მხოლოდ ერთია- ჩვენ არ ვებრძვით არავის, მზად ვართ მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის, ვინც მეგობრად გვიგულებს. მაგრამ, პირველი და უპირველესი, ყველაზე მთავარი არის ჩვენი სამშობლო, საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები, რომელიც ეფუძნება მშვიდობას, განვითარებას, იმ ევროპულ მომავალს, რომლის ნაწილიც საქართველო ყოველთვის იყო და არის თავისი ღირებულებებით, თავისი უნიკალური კულტურითა და ისტორიით, რითაც ამაყობს თითოეული ქართველი

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყნის ბედი აბარია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ვის უნდა ანდოთ ამ ქვეყნის მომავალი და არა გარე ჩარევებით, ვიღაცას მოუნდეს მიიღოს გადაწყვეტილება.

26 ოქტომბერს, არა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ”, არამედ პირველ რიგში ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ უნდა გაიმარჯვოს!

გავერთიანდეთ ქვეყნის სიყვარულით, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რადგან დღეს ჩვენი ბრძოლა სწორედ არჩევნებზე გადის.

გაუმარჯოს გამარჯვებულ საქართველოს! გაუმარჯოს კახეთს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!” – აცხადებს კახა კალაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button