კალაძემ იტალიური და შვეიცარიული ბანკებიდან თანხები გამოიტანა რადგან ,,აღარ ენდობა,,
დედაქალაქის მერმა უცხოურ ბანკებში საკუთარი აქტივები გაანულა. საუბარია ჯამში 8 მილიონზე მეტ თანხაზე.
კალაძემ ფული ბანკიდან იმ დროს გამოიტანა, როცა შეერთებული შტატებში სანქციებზე აქტიურად ალაპარაკდნენ.
“არ ინერვიულოთ ჩემზე კაცო, მე არ ვნერვიულობ… თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა… ჩემს ფინანსებზე და თანხებზე თქვენ არ ინერვიულოთ – ამბობს კალაძე
მისივე თქმით, ევროპულ ბანკებს არ ენდობა და მაგალითად ივანიშვილი მოჰყავს, რომელიც შვეიცარიულმა ბანკმა “გაძარცვა”:
“რატო უნდა შევინახო, ნახეთ ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს ადამიანს. გაძარცვეს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რატო უნდა ვენდო?! არა, რა თქმა უნდა არ ვენდობი” – ამბობს კალაძე.
კახა კალაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა და 2023 წლის მდგომარეობას ასახავს, აღარ ფიქსირდება ანგარიშები სხვა ქვეყნების საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში. ეს ნიშნავს, რომ მან ეს თანხები უცხოური ბანკებიდან უკვე შარშან გამოიტანა. 2024 წელს გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძეს ანგარიშები მხოლოდ ქართულ ბანკებში[საქართველოს ბანკი, ბანკი ქართუ, თიბისი ბანკი] აქვს.
2023 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული 4 200 000 დოლარი, რომელიც წლების განმავლობაში ინახებოდა კახა კალაძის ანგარიშზე Intesa Sanpaolo-ში, აღარ ჩანს მის საბანკო ანგარიშებზე არც ქართულ და არც უცხოურ ბანკებში. Intesa Sanpaolo ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ჯგუფია ევროპის მასშტაბით და იტალიის ყველა ბიზნეს სექტორს შორის ლიდერი კომპანიაა. სამაგიეროდ, ზუსტად 4 200 000 დოლარის მოცულობის სესხი კახა კალაძეს იურიდიულ პირთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე სესხად აქვს გაცემული 2023 წლის 6 მარტს, 2028 წლის 6 მარტამდე.
კალაძის ქონებრივ დეკლარაციებში 2023 წლიდანვე აღარ ჩანს შვეიცარიაში, კერძო საბანკო კორპორაცია Juliues Baer-ში დაცული სოლიდური ქონება 3.6 მილიონზე მეტი ევროსა და 765 000 დოლარის მოცულობით. Julius Baer რიგით მეორეა შვეიცარიულ ბანკებს შორის და მსხვილი კერძო ბანკია. წლების განმავლობაში შვეიცარიული ბანკის სახელს არაერთი სკანდალი დაუკავშირდა. მაგალითად, ეს ბანკი ამოტივტივდა ვენესუელელი მაღალჩინოსნების მხრიდან ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ სკანდალებში, ასევე მოუწია გამოძიებასთან შეხება FIFA-ს კორუფციული სქემების საქმეში. ბანკი ცნობილია იმით, რომ კლიენტების კონფიდენციალურობას უმაღლესი სტანდარტით იცავს. [Netgazeti] გუშინ, 29 სექტემბერს კი ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულ ხელისუფლების 60 წარმომადგენელს შორის ერთ-ერთი კახა კალაძეა. საუბარია სავიზო აკრძალვაზე და ისეთ ფინანსურ სანქციებზე, რომელიც 17 სექტემბერს აშშ-მა პოლიციის ორ მაღალჩინოსანს დაუწესა. მათ უცხოურ ვალუტაზე წვდომა შეზღუდული აქვთ. მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის სანქციები არ დაკისრებია, თუმცა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის დე ფაქტო სანქციების ქვეშაა.
გულისხმობენ შვეიცარიულ კერძო ბანკ Credit Suisse-ს, რომელთანაც სასამართლო დავა აქვს. ქართველი მილიარდერი აცხადებს, რომ Credit Suisse-ში მისი ოჯახის ანგარიშებზე მთლიანი ზარალი 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.