მოკლული სტუდენტი დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა-ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

კონსერვატორიის სტუდენტის, გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც სასამართლო სხდომიდან ირკვევა, 27 სექტემბერს, ჭაბუკიანის ქუჩაზე დაპირისპირება ორ ჯგუფს – საბურთალოსა და გლდანის წარმომადგენლებს შორის მოხდა. ინციდენტში 2 არასრულწლოვანიც მონაწილეობდა.
ასევე ირკვევა, რომ გიორგი საყურაშვილი კონფლიქტს შეესწრო და დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, გიორგი საყურაშვილმა მირიან თოხაძეს [ბრალდებულს] უთხრა, რომ ფიზიკურ დაპირებაში არ მონაწილეობდა და მასზე ძალა არ უხმარია, თუმცა უშედეგოდ.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
27 სექტემბერს თბილისში, ჭაბუკიანის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა, რა დროსაც დაჭრეს კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილი.
შეგახსენებთ საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
როგორც კონსერვატორიის განცხადებაშია აღნიშნული, მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა. გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი”, – წერია განცხადებაში.
27 სექტემბერს თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ნაუპირისპირდა. გავრცელდა რამდენიმე ადამიანის დაჭრის შესახებ ინფორმაცია. კონფლიქტის საფუძველზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 1 ადამიანი დააკავა.