მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ბიძინაობის დღესასწაულზე ჩასულმა პაპუაშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილს, თვალთმაქცი უწოდა

ეს აზიანებს თავად ევროპის იმიჯს ქართველი ხალხის თვალში, როდესაც ხედავენ, რომ ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დღეს, ახმეტაში ჟურნალისტებთქნ საუბრისას განაცხადა.

კახეთში მყოფმა პაპუაშვილმა, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილს, თვალთმაქცი უწოდა.

“თვალთმაქცობის ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის გაოცებულ სახეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებაზე საუბრისას – ეს აზიანებს თავად ევროპის იმიჯს ქართველი ხალხის თვალში, როდესაც ხედავენ, რომ ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის”

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ „ეს ევროპა არ არის“.

” ეს არის ჩვენი კონსტიტუციური, გარანტირებული უფლება. ამის ფონზე ვხედავთ, რომ გერმანიაში წამყვანი, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიები აპირებენ, რომ ერთ-ერთი პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაუქმებისთვის მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს; ვხედავთ სისხლის სამართლის პროცესებს წამყვანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სხვა ქვეყნებში. ის, რაც დასაშვებია გერმანული პარტიებისთვის, არ არის დასაშვები ქართული პარტიებისთვის. ის, რაც დასაშვებია ფრანგული მართლმსაჯულებისთვის, არ არის დაშვებული ქართული მართლმსაჯულებისთვის. ეს არ არის ევროპა. ევროპა გულისხმობს თანასწორობას და თანასწორ მოპყრობას ყველგან. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ შეგვხედონ, როგორც თანასწორებს და არა, როგორც მცირე დაქვემდებარებულ ერს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ახმეტას, ბიძინაობის დღესასწაულზე ეწვია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button