მნიშვნელოვანისიახლეები

,,სამწუხაროდ, შეცდომა ყველას მოსდის, ადამიანები ვართ,,-ამნისტიის შედეგად, 1 000 მსჯავრდებული გათავისუფლდა

ამნისტიის შედეგად, 1 000 მსჯავრდებული გათავისუფლდა – მათ, ვისაც ახალი კანონი შეეხო, საპატიმრო ცოტახნის წინ დატოვეს.

4 800-მდე მსჯავრდებულს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს.

“ძალიან ჰუმანური აქტი გააკეთეს და უკვე მეორედ თუ მესამედ გააკეთეს. მაშინდელი რეჟიმი რომ იყო საშინელება, ისეთი არ არსებობს არაფერი. სიწყნარე, სიმშვიდე, ყურადღება – ყველაფერია. აბსოლუტურად ყველასი მადლობელი ვარ, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ასე გაგვათავისუფლეს,“ – აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ამნისტიის შესახებ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები მისასალმებელია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დაშვებული შეცდომების შემდეგ ადამიანებმა სწორად გაანალიზონ თავიანთი ქმედებები.

“ამ ტიპის ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის მისასალმებელია. სამწუხაროდ, შეცდომა ყველას მოსდის, ადამიანები ვართ. მთავარია, შენ გაანალიზო, რომ ამ ყველაფერზე სწორი დასკვნები გააკეთო, მოინანიო და დაუბრუნდე ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ ცხოვრებას. როცა ვერ იაზრებენ ამ შეცდომებს, ანალიზს ვერ აკეთებენ და აგრძელებენ ისევ თავის ქმედებებს და ბოროტებას, ეს ძალიან მძიმეა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონი 17 სექტემბერს მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button