მნიშვნელოვანისიახლეები

თუ ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, და არჩევანი, რომელიც სტაბილურობას უზრუნველყოფს გვექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა

„თუ ქვეყანაში გვექნება სტაბილურობა და მშვიდობა, და ისეთი არჩევანი, რომელიც სტაბილურობას და გრძელვადიან პერიოდში პროგნოზირებად გარემოს უზრუნველყოფს, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მათ შორის პენსიები გავზარდოთ, მეტიც, ამბიციურადაც გავზარდოთ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ლევან დავითაშვილი დღეს იმერეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, თერჯოლასა და ზესტაფონში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი წარიმართა მათ შორის სოციალურ თემებსა და ამ კუთხით ხელისუფლების გეგმებზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მისი განმარტებით, ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია – პენსიების ზრდის საკითხი დაკავშირებულია იმ ეკონომიკურ შესაძლებლობასთან, რომელიც ქვეყანას ექნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ამ პირობების, გარემოებების და შესაბამისად, კონკრეტული გათვლების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი წინასაარჩევნო დაპირებები, მათ შორის პენსიების 1000 ლარამდე გაზრდის შესახებ, ზედაპირული და საფუძველს მოკლებულია.
„სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება იქნება ეს, თუ კონკრეტული გეგმა, არის საფუძველს მოკლებული და არ არის გამყარებული არანაირი გათვლით, არანაირი გეგმით, მათ უკან არ დგას რაიმე კონკრეტული პროგრამა. ეს არ არის ნამუშევარზე დაფუძნებით, არამედ სამწუხაროდ, ზედაპირული დაპირებები. ხოლო ჩვენს შემთხვევაში, თითოეული რიცხვი, რომელიც წარმოდგენილია საარჩევნო პროგრამაში, არის ძალიან კონკრეტული გეგმის შედეგი და მასზე დაფუძნებული. ამიტომ ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ ძალიან რეალისტურ გეგმას, რომელიც ამავე დროს ამბიციურია, მაგრამ შესრულებადი – იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო იქნება“, – განაცადა პირველმა ვიცე-პრემიერმა

2024 წლის სექტემბერში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, წინა წლის სექტემბერთან შედარებით ექსპორტი 17.0 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 615.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ექსპორტის მაღალი ზრდა ფიქსირდება ივნისის თვიდან – ჯამურად იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 4.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4.8 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ექსპორტის ზრდის ტენდენციები ბიზნეს და კერძო სექტორის აქტივობაზე მიანიშნებს და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ოპტიმისტური პროგნოზის მოლოდინის საშუალებას იძლევა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ამ მხრივ, არაერთი სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რომელიც საქართველოს აქვს მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა ქვეყნებთან, ჯამში, 2,3 მილიარდიან ბაზართან.
„ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, ერთი მხრივ, როგორც სავაჭრო ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, მეორე მხრივ კი, გავზრდით და გავაფართოებთ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა 2023 წელს დაფიქსირდა – ექსპორტი 9.0 პროცენტით გაიზარდა და 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 13.4 პროცენტით გაიზარდა და 21.7 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტმა “საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის პირველადი ვარიანტი (თანდართულ მასალებთან ერთად) და – “ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ დოკუმენტ განიხილა.
მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე.
მისი თქმით, 2021-2023 წლებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,0% შეადგინა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით 63%-ით გაიზარდა და 80 მილიარდ 246 მილიონ ლარს გადააჭარბა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ეს ტენდენცია 2024 წელსაც გრძელდება.
“მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაიგეგმა 5,2%-ის ოდენობით, თუმცა ზაფხულში პროგნოზი გაიზარდა 6%-მდე და ახლა უკვე განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.2%-ია და ნომინალურ გამოხატულებაში ეკონომიკა 89 მილიარდ 608 მილიონ ლარს აჭარბებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი, კერძოდ, 2022 წლის ბოლოსთვის ის 3%-იყო, 2023 წლიდან მშპ-ს 2,5%-ის დონეზეა და წელსაც ასე გრძელდება, ხოლო ვალის მაჩვენებელი 60,2%-იდან ჩამოვიდა მშპ-ს 40%-იან მაჩვენებელზე.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით: 2025 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში – 5,3%; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1,5%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%).
მისი თქმით, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს. ასევე, საშუალოვადიან პერიოდში, არსებული ზრდიდან გამომდინარე, მთლიანი შიდა პროდუქტი ზრდა 123,0 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 24,4 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება, რაც მშპ-ს 25,1%-ია. ასევე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 36,8%-ის ფარგლებში.
მისი თქმით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31,2 მლრდ ლარია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულად დაფინანსება.
პროექტის თანახმად: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 700,0 მლნ ლარით, რაც 2024 წელთან შედარებით 870.9 მლნ ლარით არის გაზრდილია; განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 885,0 მლნ ლარით, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 377,0 მლნ ლარით აღემატება; კულტურისა და სპორტისა სამინისტროს დაფინანსება 515,0 მლნ ლარია (იზრდება 43,0 მლნ ლარით); რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 200,0 მლნ ლარით განისაზღვრა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 745.0 მლნ ლარს შეადგენს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 1 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, რაც 199,0 მლნ ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს; იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 427,0 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროსთვის – 1 600,0 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 1 350,0 მლნ ლარი; საქართველოს პროკურატურისთვის – 68,0 მლნ ლარი; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის – 19,0 მლნ ლარი; სასამართლო სისტემისთვის – ჯამში 174,7 მლნ ლარი; იურიდიული დახმარების სამსახურისთვის – 13,7 მლნ ლარი; სახალხო დამცველის აპარატისთვის – 10,3 მლნ ლარი, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის – 8,5 მლნ ლარი.
კომტეტმა, ასევე მოისმინა “საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნები.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების, აგრეთვე საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე მოამზადებს საბოლოო დასკვნას და მას პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს, რომელიც დასკვნას საქართველოს მთავრობას გაუგზავნის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1000-ლარიანი პენსიის დაპირებას მხოლოდ თაღლითობა შეიძლება ეწოდოს.
კობახიძის თქმით, 1 000-ლარიანი პენსიის დაპირება თავად ოპოზიციამ გააცამტვერა, თუმცა მამუკა ხაზარაძე ჯიუტად არ იშლის თავისას.
„რაც შეეხება 1000-ლარიანი პენსიის დაპირებას, თვითონ ოპოზიციამ გააცამტვერა ეს დაპირება, თუმცა ჯიუტად მაინც არ იშლის თავისას. მხოლოდ თაღლითმა შეიძლება შესთავაზოს ასეთი დაპირება საზოგადოებას. ის არის სასამართლოს მიერ აღიარებული, როგორც თაღლითი და თვითონ ცდილობს, რომ მორიგი არგუმენტები წარმოადგინოს ამ სტატუსის სასარგებლოდ. 1000-ლარიანი პენსია ნიშნავს, რომ დაახლოებით, ჯამში, 10 მილიარდი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი ბიუჯეტში. ამ დროს იცით, რომ ხაზარაძეს აქვს კონკრეტული დაპირება, მას სურს, საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები, რაც ნიშნავს, რომ პირველივე წელს, სულ მცირე, 10-პროცენტიანი ვარდნა ექნება ჩვენს ქვეყანას. მეორე წელი, საუკეთესო შემთხვევაში, დასჭირდება ამ ვარდნის უკან შემობრუნებას. ასეთ პირობებში როცა იძლევა 1000-ლარიანი პენსიის დაპირებას, ეს არის მხოლოდ თაღლითობა, მეტი არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button