მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში არჩევნებს “ახლოდან დავაკვირდებით”-მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ახლოდან დააკვირდებიან. ამის შესახებ მან 15 ოქტომბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ამის შესახებ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შემდეგი კითხვის პასუხად განაცხადა: „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოთქვა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. რა მოლოდინები გაქვთ და რას მოიმოქმედებთ ამის თავიდან ასაცილებლად?“

“გვსურს, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მომდევნო დღეებში ახლოდან დავაკვირდებით მას”, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. 26 ოქტომბერს საქართველოში პირველად აირჩევა პარლამენტი სრულად პროპორციული წესით. საკანონმდებლო ორგანოში მოხვდება მხოლოდ ის პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button