მნიშვნელოვანირეგიონი

წნორის ხანდაზმულთა თავშესაფრის ბინადრებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს

წნორის ხანდაზმულთა თავშესაფრის ბინადრებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს

“წნორის ხანდაზმულთა თავშესაფარში მცხოვრები 22 მოხუცისა და 9 თანამშრომლის პირადობის მოწმობები “ქართული ოცნების” ოფისში წაიღეს”-ამის შესახებ,
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაიამ ფაქტს სამარცხვინო უწოდა.

“ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით “ქართული ოცნებისგანაც” კი წარმოუდგენელია. არჩევნებამდე დარჩა ცხრა დღე, “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ვერ ეგუება წაგებას, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა. წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს “ქართული ოცნების” ოფისში. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი წარმოუდგენელია თვით ისეთი დანაშაულებრივი ხელისუფლებისგანაც კი, როგორიცაა “ქართული ოცნება”. ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები. მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება, რადგან არჩევნების შემდეგ დადგება დრო, როცა მათაც მოვთხოვთ პასუხს, რა გააკეთეს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც მიმართავენ პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად, მოვუწოდებთ, არ შეშინდნენ და მივიდნენ ჩვენს წარმომადგენლებთან “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ოფისში – ჩვენ თითოეულ მათგანს აუცილებლად დავიცავთ” – განაცხადა კორძაიამ.

წნორის ხანდაზმულთა თავშესაფარში, რადიო ჰერეთის ზარებს არ უპასუხეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუვრცელებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button