მნიშვნელოვანირეგიონი

მთა-თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეწყდა

მთა-თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეწყდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ72 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

აკრძალვის მიზეზი თოვა გახდა, რომელიც თუშეთში ყოველ სეზონზე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლს თან ახლავს გზაზე დადებული ლიპყინული, რაც ყველა სახის ავტომანქანით გადაადგილებას გამორიცხავს.

ამ დროისათვის, მაღალი გამავლობის ავტოსტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე.

მთა-თუშეთისაკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა, ყოველი წლის შემოდგომაზე იკეტება და მაისის მეორე ნახევარში იხსნება.

საავტომობილო გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, მთა- თუშეთისაკენ, კვირაში ერთხელ ვერტმფრენის რეისი ინიშნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button