„ქართული ოცნების“ პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანაში-პაპუაშვილი
"რაც არ უნდა უარყონ და სიცრუე უწოდონ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ დემოკრატიას და ეკონომიკურ წინსვლას ვერსად გაექცევიან

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი ოთხი პროცენტი იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
პაპუაშვილის თქმით, ოთხ პროცენტზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს.
„„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა. ოთხ წელიწადში კი უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და ოთხი პროცენტი იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელია (6%). ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღეს ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს. ოთხ პროცენტზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირში მხოლოდ ნიდერლანდებს, გერმანიას, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს და ჩეხეთს აქვთ, საიდანაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 2,7% – ჩეხეთშია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
“რაც არ უნდა უარყონ და სიცრუე უწოდონ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ დემოკრატიას და ეკონომიკურ წინსვლას, დღევანდელი გახსნილი საინფორმაციო ველის პირობებში, შიდა და გარე მტრები ფაქტებს ვერსად გაექცევიან”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნების” პირობებში, უმუშევრობა განახევრდა.
ფოჩხუას განცხადებით, ახლა მთავარია ყველამ ერთად გავაფორმოთ მიღწეული შედეგები და 26 ოქტომბერს გაკეთებული არჩევანით, მალე მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გავხდეთ ევროპოს სრულფასოვანი წევრი.
“რაც არ უნდა უარყონ და სიცრუე უწოდონ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ დემოკრატიას და ეკონომიკურ წინსვლას, დღევანდელი გახსნილი საინფორმაციო ველის პირობებში, შიდა და გარე მტრები ფაქტებს ვერსად გაექცევიან. 2012 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 26,7%-ი იყო, ჩვენმა ხელისუფლებამ, მიუხედავად უპრეცედენტო რყევებისა, შეძლო და უმუშევრობა შეამცირა 13,7%-მდე. პროგნოზით და არა ზეპირად 4 წელიწადში სიღარიბე კიდევ დაიკლებს 4%-მდე, ეს კი იმაზე დაბალია, ვიდრე ევროპაში საშუალო მაჩვენებელი, რაც 6%-ს შეადგენს. ასე რომ სინათლე უკვე გამოჩნდა გვირაბში, ახლა მთავარია ყველამ ერთად გავაფორმოთ მიღწეული შედეგები, რასაც 26 ოქტომბერს წერტილი უნდა დავუსვათ და სულ მალე მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი”, – წერს ნინო ფოჩხუა