მნიშვნელოვანისიახლეები

,,პრმეიერ-მინისტრი სანთლის საძებნი კაცია,,-ივანიშვილმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კობახიძეზე ისაუბრა

“ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს საპატიო თავმდჯომარემ ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო უბნებს დახურვის შემდეგ, პარტიის ოფისში მიმდინარე მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, მმართველი გუნდის გამარჯვებაზე ისაუბრა და სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა.

ივანიშვილის თქმით, პრემიერი არის სანდო, განათლებული და კულტურული ადამიანი.

“ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილები არიან, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. დავიწყებ პრმეიერ-მინისტრით, სანთლის საძებნი კაცია. სანდოობა, განათლება, კულტურა, ყველაფერი აქვს. ვუყურებ ამათ და მიხარია, გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ასევე ამომრჩევლებსაც მიმართა „მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელს საქართველოს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია. იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს – ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა უახლოეს ოთხ წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

“მინდა შევუერთდე ამ საზეიმო წუთებს და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო” – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა.

“მინდა შევუერთდე ამ საზეიმო წუთებს და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს საამაყო ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს. რა თქმა უნდა, ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, მთელს ჩვენს გუნდს – “ქართულ ოცნებას” და ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button