მნიშვნელოვანისიახლეები

„იმედის“ ეგზიტპოლით „ოცნება“ იგებს, „მთავარი არხის“ და „ფორმულის“ მიხედვით – ოპოზიცია

ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლის ვადით რჩება, თუმცა საპირისპირო შედეგებს აჩვენებს „მთავარი არხისა“ და „ფორმულისთვის“ ჩატარებული კვლევები. ეს არ არის 20:00 საათის მონაცემები.

„იმედის“ ეგზიტპოლი „გორბმა“ ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით:
“ქართული ოცნება” – 56,1%;
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 11,6;
“კოალიცია ცვლილებისთვის” – 12,6%;
“ძლიერი საქართველო” – 7;
“გახარია საქართველოსთვის” – 4,8;
“გირჩი” – 3;
“პატრიოტთა ალიანსი” – 2,2;
სხვა – 2,7.
ცდომილების ზღვარი – 2,5%.

„მთავარი არხის“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა HarrisX-მა, რომლის მიხედვითაც:
“ქართული ოცნება” – 42%;
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 13%;
“კოალიცია ცვლილებისთვის” – 18%;
“ძლიერი საქართველო” – 9%;
“გახარია საქართველოსთვის” – 8%.
„ფორმულის“ დაკვეთით კი კვლევა ჩაატარა „ედისონ რისერჩმა“, რომლის მიხედვითაც:
“ქართული ოცნება” – 40,9%;
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 16,7%;
“კოალიცია ცვლილებისთვის” – 16,7%;
“ძლიერი საქართველო” – 10,3%
“გახარია საქართველოსთვის” – 8,2%;
“გირჩი” – 2,3%;
“პატრიოტთა ალიანსი” – 2%;
“ლეიბორისტული პარტია” – 2%;
სხვა – 0,9%.

საქართველოში ეგზიტპოლების ჩატარებას მრავალწლიანი ისტორია აქვს. მონაცემებს ელოდებიან, როგორც პოლიტიკოსები, ისე მოქალაქეები.

2020 წელს ეგზიტპოლი ოთხმა არხმა ჩაატარა, გამოკვლევევის მიხედვით:
„იმედი“ („გორბი“) – „ქართული ოცნება“ – 55%, ნაციონალური მოძრაობა – 23%, სხვა პარტიები – 22%;
„რუსთავი 2“ (Survation) – „ქართული ოცნება“ – 52%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 25%, სხვა პარტიები – 23%;
„მთავარი არხი“ (IPSOS) – „ქართული ოცნება“ – 41%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 33%; სხვა პარტიები – 26%;
„ფორმულა“ (ედისონ რისერჩი) – „ქართული ოცნება“ – 46%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 28%, სხვა პარტიები – 26%.
ცესკოს მონაცემები ყველაზე ახლოს „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევასთან აღმოჩნდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ – 48,17%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 27,13%, სხვა პარტიები – 24,7%.

რაც შეეხება 2016 წელს:
2016 წელს კი „იმედმა“, „პირველმა არხმა“, GDS-მა და „მაესტრომ“ (თი ენ ეს) ერთიანი ეგზიტპოლი ჩაატარეს. ამ კვლევის შედეგები ასეთი იყო: „ქართული ოცნება“ – 53,8%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%; სხვა პარტიები: 26,7%;
„რუსთავი 2“-ის დაკვეთით კვლევას GFK ატარებდა. კვლევის მიხედვით: „ქართული ოცნება“ – 39,9%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 32,74%; სხვა პარტიები: 27,36%;
ცესკოს მონაცემები კი ორივე ეგზიტპოლისგან განსხვევბული იყო: „ქართული ოცნება“ – 48,68%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 27,11%; სხვა პარტიები: 24,21%.

მსგავსი პოსტები

Back to top button