მნიშვნელოვანისიახლეები

კოალიცია “ცვლილებისთვის” მანდატებზე უარს ამბობენ ენმ-პარლამენტში შესვლას არ აპირებს

კოალიციაში არავინ აპირებს აქოთებული მანდატით ისარგებლოს-ელისაშვილი

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მანდატებზე უარს ამბობენ. საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს სიის ოცეული.
“ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისთვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ამიტომ, მე დღეს ვამბობ უარს ჩემს საპარლამენტო მანდატზე”, – განაცხადა კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრმა, ნანა მალაშხიამ.
კოალიციის ლიდერების გადაწყვეტილებით, გეგმა არის სრულმასშტაბიანი დაუმორჩილებლობა.

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, კოალიციის პოზიცია არჩევნების შედეგების არაღიარებასთან დაკავშირებით, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
ეს განცხადება ბოკუჩავამ პრეზიდენტთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრამდე გააკეთა.
“ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც გავაკეთეთ განცხადება გუშინ იმასთან დავშვრები, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა, რომ ადგილი ჰქონდა რეალურად რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი და ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება.
ბუნებრივია, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობდა, როდესაც საუბარია ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაზე”- თქვა ბოკუჩავამ.
ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
“როგორც იცით, ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვაღიარებთ შედეგებს, ჩვენ მზად ვართ ყველა მოქმედებისთვის, ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს, რომ სიები ჩვენი მხრიდან არ არსებობს, ამაზე კითხვაც რომ არ დაისვას. არც კი გვიფიქრია სხვა ალტერნატივა, გუშინ როგორც კი განცხადება გავაკეთეთ, ეს ნიშნავს, რომ ამ პარლამენტში არც შესვლა და არც სია არ იარსებებს, 9 საათზე პრეზიდენტი აპირებს განცხადების გაკეთებას, გვჭირდება პროტესტი, მჯერა, გვექნება სრული მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან”, – განაცხადა ვაშაძემ.

კოალიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია ახლა აპირებს მოქმედებას და არა წუწუნს და ხელების ჩამოყრას.

„კოალიცია ძლიერი საქართველოს“ პოზიცია იცით ყველამ. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ სისაძაგლეს, რასაც არჩევნები დაარქვეს. პრეზიდენტთან მოვედით, რომ აზრები გავცვალოთ და სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ იმიტომ, რომ ახლა გვჭირდება მოქმედება. არავინ არ ვაპირებთ წუწუნს, ხელების და ყურების ჩამოყრას, ვაპირებთ მოქმედებას. დღეს რა უნდა გავაკეთოთ, ხვალ რა უნდა გავაკეთოთ, ზეგ რა უნდა გავაკეთოთ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და გამოვგლიჯოთ რუსეთს ხელიდან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ორბელიანების სასახლეში ოთხი ოპოზიციური ძალის – “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლები პრეზიდენტს ხვდებიან. როგორც ცნობილია, 21:00 საათზე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button