ნოემბერში შევაფასებთ სიტუაციას, განვსაზღვრავთ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობაში-მიშელი
,,პრორუსულმა პარტიამ არჩევნები მოიპარა"-ტერასი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აცხადებს, რომ ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს.
შარლ მიშელის პოსტი X-ზე.
“საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იძულებული ვარ საქართველო საკითხი შეიყვანო ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს სხდომის დღის წესრიგში.
ჩვენ მივუთითებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებებზე და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ არჩევნების პროცესში დარღვევები და აღნიშნული ბრალდებები.
ეს სავარაუდო დარღვევები უნდა იქნას სერიოზულად გარკვეული და აღმოფხვრილი.
ჩვენ ვიმეორებთ EU-ის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, გამოიჩინონ მყარი ერთგულება ქვეყნის ევროპული გზის მიმართ, ივნისსა და ოქტომბერში ევროპული საბჭოს კონსულტაციების შესაბამისად.
ახლა უმთავრესია პოლიტიკურ სპექტრში კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი.
ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს ჩვენს ურთიერთობაში საქართველოსთან”, – წერს შარლ მიშელი X-ზე.
არჩევნები თავისუფლებასა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ როგორ განვითარდება საქართველოში სიტუაცია.
„ძალიან სერიოზულად ვეკიდები ბრალდებებს ნებისმიერ არჩევნებში დარღვევების თაობაზე და ყურადღებას გავამახვილებ საქართველოში სიტუაციის განვითარებაზე“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
“საქართველოში არჩევნები ფარსი იყო… პრორუსულმა პარტიამ არჩევნები მოიპარა”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველოში არჩევნები ფარსი იყო. პრორუსული პარტია აკონტროლებს მედიას, მათ არჩევნები მოიპარეს. ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გააგრძელონ ქართული ოპოზიციის მხარდაჭერა. მათ უნდა იგრძნონ, რომ მარტო არ არიან! ” – წერს რიჰო ტერასი სოციალურ ქსელში.