მნიშვნელოვანისიახლეები

სტუდენტურმა მოძრაობამ – “დაფიონი” 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე აქცია დააანონსა

პარლამენტთან აქციის ოფიციალური ნაწილი დასრულდა, თუმცა ადგილზე კვლავ რჩება მოქალაქეთა ნაწილი

სტუდენტურმა მოძრაობამ – “დაფიონი” 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე აქცია დააანონსა.

როგორც მათ პარლამენტთან შეკრებილებს განუცხადეს, 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მარშით პარლამენტთან მივლენ.

“შევხვდებით ხვალ და ვიბრძოლებთ ბოლომდე”,- განაცხადეს სტუდენტებმა.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ქვეყანაში დემოკრატიაა დასაცავი.

“საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვას ვაპროტესტებთ, ჩამოვლაბორანტდით. თუ ვიყავით სუვერენული სახელმწიფო, დავრჩით მარიონეტულ სახელმწიფოდ”,- განაცხადა “დაფიონის” წევრმა, ზვიად ცეცხლაძემ.

ცნობისთვის პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, აქცია დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აქციის ოფიციალური ნაწილი დასრულდა, მოქალაქეები მაინც რჩებიან საკანონმდებლო ორგანოსთან.

დღევანდელ აქციაზე, ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. რამდენიმე მოთხოვნასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება.

სალომე ზურაბიშვილმა აქცია ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გუშინ დააანონსა.

მსგავსი პოსტები

Back to top button