მნიშვნელოვანისიახლეები

პაპუაშვილის თქმით გამჭვირვალობის კანონი“ ევროპული ღირებულებების შესაბამისად არის მიღებული-თუმცა ევროპელ ლიდერებს აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ ლიდერებს კვლავ თავს ესხმის და ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცის და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაში წამოჭრილ საკითხებს სირცხვილს უწოდებს.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი თავისივე გაცხადებულ ღირებულებებს არ მიჰყვება.

” კითხვა არის მარტივი – აპირებს თუ არა ევროკავშირი მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ ღირებულებებსა და გაასაჯაროოს საკუთარი ხარჯები საქართველოში?! მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ პრინციპებს, რომ საქართველოში მისი ფინანსები იყოს გამჭვირვალე?! ამაზე გვინდა პასუხი ევროპელი ჩინოსნებისგან! სირცხვილიც კია 21-ე საუკუნეში გვიმტკიცებენ, რომ ფული, რომელიც საქართველოში იხარჯება, უნდა იყოს ფარული. ღიად ისმის კითხვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები. ჩვენ ხშირად გველაპარაკებიან ევროპული ღირებულებების ამ კათედრიდან, თუმცა ქართველებში უკვე კითხვის ნიშანია გვესმის თუ არა ერთნაირად, თუ რას ნიშნავს ეს ევროპული ღირებულებები. ქართველებისთვის წარმოუდგენელია, ევროპული ღირებულება იყოს, სხვა ქვეყანაში თანხების დაფარულად ხარჯვა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე ზეგავლენა მოახდინო. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ევროპული ღირებულება. თუ ამას რომელიმე ევროპელი ასე მიიჩნევს, მაშინ ღიად თქვან და არა ასე შეფარულად. ქართველი ხალხისთვის გაუგებარია, ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა?! გვითხრან მაშინ, რომ ესაა თურმე ევროპული ღირებულება, ჩვენ ვცდებოდით აქამდე და სხვა რაღაც გვეგონა ევროპა და ევროპული ღირებულება. ჩვენ ქართველები ვართ, დიახაც, ევროპული ღირებულებების თანაშემოქმედნი. ქართული კულტურა არის ევროპული კულტურის თანაშემოქმედი. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, ევროპულ ღირებულებებზე ჩვენ ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, მათ შორის ქართულ ღირებულებებზე. გვითხრან, აგვიხსნან, თუკი სხვა ქვეყანაში ფარულად ფულის ხარჯვაა ევროპული ღირებულებები, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის ეს ღირებულებები; თუკი სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა არის ევროპული ღირებულება, თუკი სკოლებსა და ბაღებში იმის პროპაგანდაა ევროპული ღირებულება, რომ არსებობს უთვალავი სქესი, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ევროპული ღირებულება სხვადასხვანაირად გვესმის. ამიტომ გვითხრან პირდაპირ რა არის ევროპული ღირებულება.

პარლამენტის თავმჯდომარე აგრძელებს მტკიცებას, რომ გამჭვირვალობის კანონი“ ევროპული ღირებულებების შესაბამისად არის მიღებული.

“ეს არის ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულების შესაბამისად მიღებული კანონი. ეს კანონი გულისხმობს იმას, რომ თანხები, რომელიც იხარჯება საჯარო წყაროებიდან და განსაკუთრებით, თანხები, რომელიც იხარჯება უცხოეთიდან სხვა ქვეყანაში, უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს არის ევროპული ღირებულება. გამოვიდეს და ვინმემ თქვას, რომ სხვა ქვეყანაში ფულის ხარჯვის გაუმჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება და ძალიან მაინტერესებს ვინ იტყვის ამას! ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხები საქართველოში იხარჯება ფარულად. მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ფარულად ხარჯავს საქართველოში ფულს, მათ შორის პოლიტიკაში. ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის საკითხი. ჩემთან პირად საუბარში, ზოგიერთ ჩინოსანს დაუდასტურებია, რომ ამ პროექტების სიაში და მათ დაფინანსებაში პოლიტიკური დღის წესრიგია. მე უარი მითხრეს ამ სიის ჩვენებაზე.ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომელზეც ჩვენ ვდგავართ, ყველა ევროპელი, დგას საქართველოც, როგორც ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერების განცხადება, იმის თაობაზე, რომ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული და მთავრობას კურსის შეცვლისკენ მოუწოდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button