მნიშვნელოვანისიახლეები

ახალი მთავრობის ძველი სახეები -ოლიგარქმა პრემიერად ისევ კობახიძე წარადგინა ოცნებამ კი პარლამენტის თავმჯდომარედ პაპუაშვილი აირჩია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მდინარაძის თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბიუჯეტო საკითხები განხილეს. ასევე, როგორც მდინარაძემ განაცხადა, მომდევნო დღეებში პრეზიდენტის არჩევნების თარიღიც ჩაინიშნება.

მდინარაძის თქმით, კობახიძის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

„გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ასევე, მთავრობის დამტკიცებას და მათ შორის, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა და ბუნებრივია, პოლიტსაბჭომ მას სრულად დაუჭირა მხარი. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.ასევე, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ. ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრული. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმითვე, ახალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქცია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგენს შალვა პაპუაშვილს – პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს.

გარდა ამისა, მდინარაძემ თქვა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს „სხვადასხვა საკითხი წლის ბოლომდე“, მათ შორის:

სახელმწიფო ბიუჯეტი;
მთავრობის განმტკიცება;
პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხი.
“ახალი პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ უნდა დაინიშნოს პრეზიდენტის არჩევნები. მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა პირველი სხდომა დაინიშნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ხელახალი არჩევნების მოთხოვნის ფონზე, ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა საკადრო გადაწყვეტილებას მიიღებს “ქართული ოცნება”.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. საკუთარ დღის წესრიგს მიყვება საპარლამენტო უმრავლესობა – “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, უმაღლესი თანამდებობის პირების საქმიანობით და შედეგებით ხსნიან.

ასევე, “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ თუ რატომ გადაწყდა, რომ ირაკლი კობახიძე იყოს ისევ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ შალვა პაპუაშვილი.

“მათ ქვეყანა სწორად მართეს, სწორად აარიდეს ყველა ის საშიშროება და საფრთხე, რაც შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით იყო გამოწვეული. ამავდროულად, უზრუნველყვეს ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის წინსვლა, კეთილდღეობის ზრდა. სწორად მართეს ის პროცესები, რაც ქვეყნის შიგნით იყო ინსპირირებული და პროვოცირებული. გამომდინარე აქედან, ამ ურთულეს პირობებში, მათ თავისი პოლიტიკური და კონკრეტული პოზიციისთვის დაკისრებული მოვალეობები კარგად შეასრულეს. ამავდროულად, შენარჩუნებული იქნა საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და ევროპაში გაწევრიანების გზა,”- განაცხადა მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარუდგინა.

ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება” პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს.

პოლიტსაბჭოზე კიდევ რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის, საბიუჯეტო საკითხები.

ასევე, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მომდევნო დღეებში პრეზიდენტის არჩევნების თარიღიც ჩაინიშნება.

ცნობისთვის სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება.

შემდეგ პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნების გზით აღარ აირჩევენ.

პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელსაც 300 ადამიანი აკომპლექტებს:

საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი);
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი);
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი);
109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი პარლამენტი პირველად 25 ნოემბერს შეიკრიბება.

ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნები 16 ნოემბერს შეაჯამა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მიიღო, რაც პარლამენტში 89 დეპუტატს ნიშნავს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, – რომელიც, ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, – საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა არჩევნების არაკონსტიტუციურობის საკითხზე.

იგი მიიჩნევს, რომ არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპები დაირღვა და ამიტომ შედეგები უნდა გაბათილდეს.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.

………………
გაყალბებული და საერთაშორისოდ არაღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოლიგარქმა პრემიერად ისევ კობახიძე წარადგინა.

“ქართულ ოცნებაში” დღეს პოლიტსაბჭო გამართეს და სამომავლო გეგმები დასახეს. სხდომას საპატიო თავმჯდომარე ივანიშვილიც ესწრებოდა, სხდომის შემდეგ კი განცხადება მამუკა მდინარაძეს გააკეთებინეს. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ისევ შალვა პაპუაშვილი იქნება წარდგენილი:

“ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი ირაკლი კობახიძე, და ბუნებრივია პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილ იქნა სრულად, ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია ქართული ოცნება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.” თქვა მდინარაძემ.
………………..

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი. არ იქნება ალბათ განსაკუთრებული სიურპრიზი, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე, რაც, ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

…………………..

ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ჩვენი წესდების თანახმად, აქვს უფლება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი. არ იქნება განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა. ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button