რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, აღნიშნულ კონტექსტში კი ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს.
შეკრებილები გეგმავენ, რომ ღამე პარლამენტთან გაათენონ. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლება
ცოტა ხნის წინ რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
“გოგოებს ხელი არ დაადოთ, თორემ იცოდეთ, ყველას გიპოვნით საერთოდ. ეს არის ის ადამიანი, რომელიც სექსუალურად ავიწროებდა გოგოებს. შეათრიეს მანქანაში და მერე სექსუალურად შევიწროვეს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდგეთ ერთად და დავიძრათ მალე რუსთაველის გამზირისკენ”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.
აქციაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან. გარდა ამისა, საპროტესტო აქციას ავტოკოლონებით რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები და საქართველოს დროშები. ისინი სტვენით, შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს და სკანდირებენ: “საქართველოს გაუმარჯოს!”
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.