XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ:
ამასთან, როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გიორგი კახიანი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ორი კვირის შემდეგ კი, ამ პოსტს არჩილ გორდულაძე დაიკავებს, რომელიც პარლამენტში შემოვა, ხოლო გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე იქნება არჩეული.
მე-11 მოწვევის პარლამენტში 16 კომიტეტის თავმჯდომარე ასე გადანაწილდა:
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ლევან სამხარაული;
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – რატი იონათამიშვილი;
პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ კომიტეტის თავმჯდომარე – გივი მიქანაძე;
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე;
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე – შოთა ბერეკაშვილი;
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ზარქუა;
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – ლევან მახარაშვილი;
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ალექსანდრე ტაბატაძე;
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი კახიანი;
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი გაბუნია;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ქადაგიშვილი;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე – დავით მათიკაშვილი;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – პაატა კვიჟინაძე;
სპორტის კომიტეტი – ვიქტორ სანიკიძე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზაზა ლომინაძე;
მანამდე, მე-11 მოწვევის პარლამენტმა ვიცე-სპიკერები აირჩია. პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იქნება. ასევე, ვიცე-სპიკერები იქნებიან ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი. გიორგი ვოლსკი და ნინო წილოსანი ვიცე-სპიკერები მე-10 მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. შალვა პაპუაშვილს 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტებმა თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები აირჩიეს.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა “ქართული ოცნების“ შემდეგმა დეპუტატებმა დაიკავეს: –
თავდაცვის კომიტეტი – თენგიზ შარმანაშვილი;
კულტურის კომიტეტი – ეკა ჭიჭინაძე;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – ვლადიმერ ბოჟაძე;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – გივი ჭიჭინაძე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – ვლადიმერ კახაძე;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – გიორგი ჩაკვეტაძე;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი ხელაძე;
სპორტის კომიტეტი – შოთა ხაბარელი;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – ვახტანგ თურნავა;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – მარიამ ლაშხი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – ალუდა ღუდუშაური;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – ირაკლი მეზურნიშვილი;
აგრარულ საკითხთა კომიტეტი – დავით შერაზადიშვილი.
პირველივე სამუშაო დღეს კომიტეტებმა კომიტეტის დებულებებიც დაამტკიცეს
XI მოწვევის პარლამენტში კომიტეტები 11-წევრიანი იქნება. ახალარჩეულმა პარლამენტმა, პირველ სხდომაზე, საკადრო გადაწყვეტილებებთან ერთად კომიტეტებში კვოტები დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა საპარლამენტო კომიტეტი 11 წევრით იქნება წარმოდგენილი, საიდანაც შვიდი წევრი უმრავლესობას ეყოლება.
კომიტეტებში ოთხი წევრის შეყვანა შეუძლია ოპოზიციას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, პარტია “ქართული ოცნების“ გარდა, არც ერთი სხვა ბარიერგადალახული პარტია არ აღიარებს და ამ ეტაპზე პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
ცნობისთვის, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.