მნიშვნელოვანისიახლეები

„მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“-„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მე-11 მოწვევის პარლამენტში, ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას. პლენარული სხდომა მთლიანობაში 100 წუთამდე გაგრძელდა.

ახალ მთავრობას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
კენჭისყრამდე პარლამენტის თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა სამთავრობო პროგრამა 2025-2028 – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ განიხილეს.

სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი – 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ყველა ოპოზიციური პარტია გაყალბებულს უწოდებს და მის შედეგებს არ აღიარებს. ახალ მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა სამი ახალი მინისტრი წარადგინა. თანამდებობა დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. ისინი პარლამენტის დეპუტატებმა შეცვალეს.

ახალი მთავრობის წევრები არიან:
პრემიერი – ირაკლი კობახიძე

ლევან დავითაშვილი – პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ლაშა ხუციშვილი – ფინანსთა მინისტრი;
დავით სონღულაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
ირაკლი ჩიქოვანი – ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი;
ანრი ოხანაშვილი – იუსტიციის მინისტრი;
თეა ახვლედიანი – სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
მიხეილ სარჯველაძე – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ალექსანდრე წულაძე – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
თინათინ რუხაძე – კულტურისა და სპორტის მინისტრი (იგეგმება ცალკე გამოიყოს სპორტის სამინისტრო, რომელსაც შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს);
მაკა ბოჭორიშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი.
25 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button