მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძემ პენსიების გაზრდა და სოფლის გაძლიერება დააანონსა

„ადამიანებს უწევდათ ვენახებზე უარის თქმა, ასეთ მდგომარეობამდეც კი მიიყვანეს მევენახეები ჩვენს ქვეყანაში,,-კობახიძე

საარჩევნო პროგრამაში ჩვენ გვქონდა ასახული დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე მომავალ წელს 350 ლარამდე გაიზრდებოდა მინიმალური პენსია 65 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, 450 ლარამდე გაიზრდებოდა პენსია 65 წლის ასაკის და 65 წლის ასაკს გადაცილებული პენსიონერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს დაპირება უკვე ასახული იქნება ბიუჯეტის პროექტში, რომელიც დამტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ.

„მაღალმთიან დასახლებებში გათვალისწინებულია 420 ლარამდე და 540 ლარამდე პენსიის ზრდა მომდევნო წლისთვის. რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, პენსიების ზრდა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოფლის მეურნეობის განვითარება ნიშნავს არა მარტო ეკონომიკის გაძლიერებას, არამედ, პირველ რიგში, ნიშნავს ქართული სოფლის გაძლიერებას. ამ მიმართულებით გასული წლების განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთლიანობაში, 6.5 მლრდ ლარის შეღავათიანი სესხი გაიცა აგრარულ მეურნეობებზე სახელმწიფოს თანამონაწილეობით.

„სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი ჩვენი ქვეყნისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარება ნიშნავს არა მარტო ეკონომიკის გაძლიერებას, არამედ, პირველ რიგში, ნიშნავს ქართული სოფლის გაძლიერებას. ამ მიმართულებით გასული წლების განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული პროგრესი. მთლიანობაში, 6.5 მლრდ ლარის შეღავათიანი სესხი გაიცა აგრარულ მეურნეობებზე ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი მოხდა სწორედ სახელმწიფოს თანამონაწილეობის წყალობით. 47 000-ზე მეტი უშუალო ბენეფიციარი ჰყავდა ამ პროექტებს სოფლის მეურნეობის სფეროში. შემდეგი 4 წლის განმავლობაში, კონკრეტულად ამ მიმართულებით, გამოიყოფა 800 მლნ ლარი. ასევე, სოფლის მეურნეობის პროექტების პროგრამების ფარგლებში შეიქმნა 400-ზე მეტი გადამამუშავებელი საწარმო, შემნახველი ობიექტი. ამ კუთხით იყო ძალიან მძიმე პრობლემები 2012 წლამდე. 120 მლნ ლარით დაფინანსდა ფერმერთა ტექნიკა, 7 500 ერთეული ტექნიკა მიიღეს აგრარულ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა მთავრობის მხარდაჭერით, ამ კუთხითაც გაგრძელდება მომავალშიც პროგრამების განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, „დანერგე მომავალი“ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 23 600 ჰა ფართობზე გაშენდა ახალი ბაღები, ჯამურად კი, 360 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა ახალი ბაღები, ჯამური ფართობი შეადგენდა 23 600 ჰა-ს, ჯამში, 360 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში 100 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს დამატებით, დაახლოებით, 10 000 ჰა ფართოებზე ახალი ბაღების გაშენებას, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარებისთვის.

ასევე, მელიორაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება – აქაც გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. მთლიანობაში, მხოლოდ 59 000 ჰა იყო წყალუზურუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში 2012 წლისთვის და 210 000 ჰა-მდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი 12 წლის თავზე. მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდი ლარი იქნება მელიორაციისთვის გამოყოფილი და 260 ჰა-მდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობების საერთო მოცულობა. მათ შორის, დაიწყება ილტოს წყალსაცავის მშენებლობა, რაც კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვენახების ფართობი 2012 წლის შემდეგ საქართველოში გაიზარდა 70%-ით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მანამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო ეს დარგი.

„ადამიანებს უწევდათ ვენახებზე უარის თქმა, ასეთ მდგომარეობამდეც კი მიიყვანეს მევენახეები ჩვენს ქვეყანაში. 2012 წლის შემდეგ არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და სწორედ ამან გამოიწვია 70%-ით ფართობების ზრდა ჩვენს ქვეყანაში. ყურძნის გადამუშავება გაიზარდა 52 000 ტონიდან 300 000 ტონამდე ამ წლების განმავლობაში. ღვინის ექსპორტი 65 მლნ დოლარიდან გაიზარდა 259 მლნ დოლარამდე. წელს გვექნება კიდევ უკეთესი მაჩვენებლები ამ მიმართულებით. ეს არის 2023 წლის მონაცემები.

მევენახეების შემოსავალი – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ჩვენთვის, მთავარია, რომ შემოსავალი გაეზარდოთ, საბოლოო ჯამში, მევენახეებს. მევენახეების შემოსავალი 70 მლნ ლარიდან გაიზარდა 350 მლნ ლარამდე 2023 წლისთვის.

რაც შეეხება 2028 წლის მიზანს, ღვინის ექსპორტი ნახევარ მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შარშანდელი მაჩვენებელი იყო 259 მლნ დოლარი და 500 მლნ დოლარს უნდა გადააჭარბოს ღვინის ექსპორტმა ჩვენი ქვეყნიდან 2028 წლისთვის, რაც პირდაპირ აისახება, რა თქმა უნდა, მევენახეების, ამ დარგში ჩართული ადამიანების შემოსავლებზე. მთლიანობაში, რომ შევაჯამოთ სოფლის მეურნეობა, აგრობიზნესის გამოშვება საქართველოში 2012 წელს შეადგენდა 7.6 მლრდ ლარს, 2023 წელს უკვე შეადგინა 16.6 მლრდ ლარი, ანუ გაორმაგდა ეს მაჩვენებელი და ჩვენი ამოცანაა 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზარდოს 24 მლრდ ლარამდე. აბსოლუტურად რეალურია ამ მიზნის განხორციელება.

რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს, 2012 წელს შეადგენდა დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს და 2023 წლისთვის უკვე შეადგინა დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარი, მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. ამ კუთხით 2028 წლისთვის პროდუქციის ექსპორტი შეადგენს 2.3 მლრდ დოლარს, ესეც არის აბსოლუტურად მიღწევადი მიზანი.

მთლიანობაში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობა დაფინანსდება 3 მლრდ ლარით, დამეთანხმებით, რომ არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში. მაგალითად, 2012 წელს წლიურ ბიუჯეტში 100 მლნ ლარიც კი არ იყო გამოყოფილი სოფლის მეურნეობისთვის. ახლა ვსაუბრობთ 4 წელიწადში 3-მილიარდიან ინვესტიციაზე. ხედავთ, რამდენად დიდია სხვაობა, რამდენად დიდია პროგრესი და რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ქართული სოფლის გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button