პარლამენტის წინ აქციაზე პრეზიდენტი მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა.პრეზიდენტი მოქალაქეებისთვის მიმართვას გეგმავს. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს ოვაციებით შეხვდნენ.
პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქეებმა მისი აქციაზე, ხალხის გვერდით დგომა მოითხოვეს.
ამჟამად საკანონმდებლო ორგანოს წინ ათასობით მოქალაქეა შეკრებილი. დაძაბული ვითარებაა ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პოლიციელები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. პერიოდულად ვითარება იძაბება.
უკვე რამდენიმე საათია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პარალიზებულია, დემონსტრანტები იმყოფებიან ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზეც.
ადგილზე გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი.
უკვე რამდენიმე საათია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პარალიზებულია, დემონსტრანტები იმყოფებიან ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზეც, აქტივისტების ნაწილი კი ხმაურის გამოწვევას ცდილობს და პარლამენტის შესასვლელების რკინის ჯებირებს ურტყამს.
ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო დანაყოფები.
ცნობისთვის, საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს. მოქალაქეები აქციებზე თვითდინებით მას შემდეგ მივიდნენ, რაც რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.