“საკმარისი ადგილები არ არის”- ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩებს არ იწვევენ

ქართული ოცნების მიერ დასმული პრეზიდენტის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვეულნი არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.
ინფორმაცია მედიას პარლამენტის პრესცენტრში დაუდასტურეს და მიზეზად “სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირე” დაასახელეს.
თუმცა, დიდი ალბათობით ღონისძიებაზე მისვლას არც თავად ელჩები აპირებდნენ, რადგან ივანიშვილის ხმოსნების მიერ დანიშნულ “პრეზიდენტს” საერთაშორისო აღიარება და ლეგიტიმაცია არ აქვს.
29 დეკემბერს ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს
ცერემონიას დაესწრებიან საარჩევნო კოლეგიის წევრები („ხმოსნები“ – პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები), მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.
ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი თბილისში, პარლამენტის სასახლეში.
ელჩები, წინა მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ არ მიუწვევია არც 25 ნოემბერს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს, პარლამენტსა და ყაველაშვილის არჩევას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მაშინ თქვა, რომ ეს არის „შიდასახელმწიფოებრივი საკითხი“ და „უცხოეთის გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის“. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ, მათი ინფორმაციით, ელჩები ისედაც არ გეგმავდნენ მისვლას, რითაც ეჭვქვეშ აყენებდნენ პარლამენტის ლეგიტიმურობას.
14 დეკემბერს ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა ხელისუფლება ელჩების მიწვევას ინაუგურაციაზე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა:
„ჩვენ შეიძლება მოვიწვიოთ ან არ მოვიწვიოთ [ელჩები] იმიტომ, რომ აქ უკვე გარკვეულ ადამიანებს, ვინც ისედაც მხარს უჭერს ჯაშუშებს საქართველოში, ეძლევათ საშუალება, ზემოქმედების იარაღი დაიჭირონ ხოლმე“.
მოგვიანებით მან დაამატა, რომ ეს საკითხი, მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილის გადასაწყვეტი იქნებოდა.
ამ დრომდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო მილოცვები ჯერ მხოლოდ ხუთი ქვეყნისგან მიიღო. ეს ქვეყნებია:
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხელ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
“დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას”, – წერს ერდოღანი.
“პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო
ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე, გისურვებთ, წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საერთო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები, თქვენ აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – აღორძინება და ბედნიერება:, – წერს თურქეთის პრეზიდენტი მილოცვის წერილში.აზერბაიჯანი;
სომხეთი;
ბელარუსი;
სერბეთი.
„ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს:
სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა;
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა;
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა;
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა;
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა;
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა;
„ქართული ოცნების“ „ვარსკვლავურ გამარჯვებაზე“ ისაუბრა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, – რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.
„ქართული ოცნების“ გამარჯვებას მიესალმნენ ასევე რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირები.
2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, – რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობენ, – „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, უყარა.
„აქ ვარ და აქ ვრჩები“, – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წინა საღამოს და მეექვსე პრეზიდენტად ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.
ცნობისთვის ქართული ოცნების მიერ დასმული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.
14 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ ერთპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები გამართა და მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დასვა. მიხეილ ყაველაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
ყაველაშვილს 224-მა ხმოსამა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი. ადა მარშანიამ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა.
არჩევნების პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევას აპროტესტებდნენ.
ახალ პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად ქართული ოცნებისგან იყო დაკომპლექტებული.
საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გამო წევრების დიდი ნაწილი საკანონმდებლო დარბაზში არ გამოცხადდა.
300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
……………………..