კლავდნენ და “ალაჰ აქბარ”-ს ყვიროდნენ [Photo/video]

სოციალურ ქსელებში როკ-ჯგუფ Eagles of Death Metal-ის სრული ინტერვიუ გამოქვეყნდა. მუსიკოსები პარიზში, Bataclan-ის საკონცერტო დარბაზში, 13 ნოემბერს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობენ.

ჯგუფის სოლისტი ჯესი ჰიუზი ყვება, რომ სროლის დაწყებისთანავე მეგობარი გოგოს ძებნა დაიწყო. იგი შესასვლელ კართან გაიქცა და შეიარაღებული ადამიანი დაინახა, რომელიც ხალხს ესროდა. როცა შეყვარებულის ხმა გაიგო, მიხვდა რომ ის რიგზეა და ქუჩაში გავიდა.

ჰიუზის თქმით, ქუჩაში ხალხი იდგა და ადგილიდან არ იძვროდა. მაშინ ჯგუფის წევრები იძულებულნი გახდნენ ეყვირათ “გაიქეცით!”, რათა ტერორისტებს არ მოეკლათ.

ჯგუფის მეორე წევრი ამბობს, რომ სროლის დაწყების დროს იგი დარბაზის ცენტრში იდგა და ხალხის სიკვდილს უყურებდა.

“დავინახე, რომ ტერორისტმა თვალებში ჩამხედა, იარაღი დამიმიზნა და მესროლა, მაგრამ ამაცდინა. ტყვია პულტს მოხვდა და კლავიშები ყველა მიმართულებით გაფანტა. ყველგან სისხლი იყო, მაგრამ ტერორისტი სროლას აგრძელებდა. ხალხს კლავდა და “ალაჰ აქბარ”-ს ყვიროდა”, – მოგვითხრობს მუსიკოსი.

ჯესი ჰიუზმა აღნიშნა, რომ Eagles of Death Metal-ის კონცერტების გაგრძელებას მოუთმენლად ელის, პარიზში ჩასვლა და Bataclan-ში დაკვრა სურს, როცა ის კვლავ გაიხსნება.

“იქ ვიყავი, როცა დარბაზი გაირინდა. ჩვენი მეგობრები როკ-ენ-როლის მოსასმენად მოვიდნენ და დაიღუპნენ. მე დავბრუნდები და იქ ვიცხოვრებ”, – დასძინა ჰიუზმა.

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს, როცა ტერორისტები Bataclan-ს დაესხნენ, დარბაზში 1,5 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან – 89 ტრაგიკულად დაიღუპა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23905″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button